„სამწუხაროა, რომ საქართველოში დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლომდე გაგრძელება ვერ შევძელი... მჯერა, ქართველი ხალხი კრიმინალურ ბანდას და პირადად ბანდიტთა მეთაურ ივანიშვილს პოლიტიკური არენიდან სამუდამოდ მოიშორებს“ - სადიგოვი

სოცმედია 1776576115

აფგან სადიგოვი

„მთელი ჩემი გული, ფიქრები და სული ჩემს ძვირფას საქართველოში, ხალხის გვერდით, პარლამენტის წინ, ჩვენს მებრძოლ მეგობრებთან დარჩა.უდიდეს მადლობას ვუხდი დაფასებისთვის ქართველ ხალხს, ჩემს ყველა თანამებრძოლს, მეგობრებსა და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა.მკვლელმა, კორუმპირებულმა, კრემლისა და პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა საერთაშორისო კანონებისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით, ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს. ამ ნაბიჯით მან ხალხის დღევანდელობა და მომავალი საკუთარ პირად ინტერესებს შესწირა.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აფგან სადიგოვის საქართველოში დარჩენა საქართველოს სახელმწიფოსთვის ძალიან სერიოზული საფრთხეა“.სამწუხაროა, რომ საქართველოში დარჩენა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლომდე გაგრძელება ვერ შევძელი. თუმცა მჯერა, რომ მამაცი, მებრძოლი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ბოლომდე შეუპოვრად და მტკიცედ გააგრძელებს გზას და კრიმინალურ ბანდას, სახელწოდებით ქართული ოცნება, რომელიც დამნაშავეებისგან შედგება, და პირადად ბანდიტთა მეთაურ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური არენიდან სამუდამოდ მოიშორებს. მე ქართველი ხალხისა და ჩემი მებრძოლი მეგობრების გვერდით ბოლომდე ვიქნები!უცნობია, რა მოხდება გარკვეული დროის შემდეგ ან რა ტრაგედიებს დაგვატეხენ თავს. პატიმრობა, რეპრესია, იდუმალებით მოცული მკვლელობა - ეს ყველაფერი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეემთხვას მას, ვინც პოლიტიკური ბრძოლის ველზე დგას.გაუმარჯოს თავისუფლებას! დიქტატურა უნდა დასრულდეს!თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“ | წერს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი

 5 აპრილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ქვეყნიდან გააძევეს, 2 000 ლარით დააჯარიმეს და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აუკრძალეს. მისმა უფლებადამცველმა, თამთა მიქელაძემ, გაავრცელა პოსტი, რის გამოც სადიგოვი ქვეყნიდან გააძევეს:"იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ." ამასთან, შსს-ს მტკიცები, ქართული მხარისთვის ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. აფგან სადიგოვი საქართველოდან გაძევების შემდეგ აზერბაიჯანში დააკავეს, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.

 აფგან სადიგოვი აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით საქართველოში პირველად 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. აზერბაიჯანული მხარე სადიგოვს მუქარასა და გამოძალვაში სდებდა ბრალს და მასზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. 2024 წლის 4 აგვისტოს სასამართლომ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რომელიც მოგვიანებით გახანგრძლივდა. პროტესტის ნიშნად სადიგოვმა საპატიმროში შიმშილობა დაიწყო, მან 160 დღეზე მეტხანს იშიმშილა, რის გამოც მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

 2025 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. 2025 წლის 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა და ჟურნალისტი დარბაზიდან გათავისუფლდა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178