„სანამ დასკვნა არ იქნება, გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ — მატირონ შვილი“: რა თხოვნა დააბარა ლანა ლატარიას დედამ ნანუკა ჟორჟოლიანს
სოცმედია • 1785861247
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრის, ზაალ ლატარიას შვილის, 26 წლის ლანა ლატარიას გარდაცვალება და ეკლესიაში გადასვენების საკითხი სოციალურ ქსელში აქტიური განხილვის თემად იქცა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მხრიდან ლანა ლატარიას ტაძრიდან გამოსვენებაზე უარის თქმას საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიისა და ვარაუდის გავრცელება მოჰყვა. მოქალაქეთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გარდაცვლილის მამის უკრაინაში ბრძოლას უკავშირებდა, ნაწილი კი — ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამდე განვითარებულ მოვლენებს.
შექმნილ ვითარებასა და ოჯახის პოზიციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა. მან საზოგადოებას გარდაცვლილის დედის თხოვნა გაუზიარა:
„მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის. რა კარგია რომ მოხვედი ნანუკა, მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა“ — მომატირა პანაშვიდზე მისულს, ქართველი მეომრის, ზაალ ლატარიას მეუღლემ, რომელიც ემიგრაციიდან ჩამოვიდა შვილის დასატირებლად.
„ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც. ორი შვილი ჰყავდა, ორივე მონათლული. ჯვარი დაწერილი ჰქონდა. იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა. კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა. გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო. გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება, ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ. მატირონ შვილი. მამამისს ატირონ შვილი.“
მთხოვა ყველასთვის მადლობა გადმომეცა, ვინც იზიარებთ მათ მწუხარებას. ძალიან მძიმე სანახავია მებრძოლი, გაუტეხელი კაცის ცრემლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა...
კრიმინალი • 1788772356
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტიას“ ირქმევს. პარტიამ განცხადება დღეს, 7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. „გირჩი“ იმიტომ დავირქვი...
პოლიტიკა • 1788767700
მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...
კრიმინალი • 1788763800
7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...
ეს საინტერესოა • 1788724860
აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...
ეს საინტერესოა • 1788719097
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...
ჯანმრთელობა • 1788715982









