„საქართველო დღეს „გრუზიაც“ კი აღარაა - „ბელოგრუზიაა“ - ნიკა გვარამია

სოცმედია 1684982280    663

გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საპატიმროდან მორიგ გზავნილს ავრცელებს.

„ლავროვის ოჯახი ვეღარსად ვეღარ დადის და დროის სატარებლად საქართველოში ჩამოდის. თავად ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ნაცვლად რუსეთის მესიჯებს ახმოვანებს ღარიბაშვილი. არა რუსეთის ტრადიციული სატელიტები - შუა აზია, სომხეთი ან სხვა, არამედ საქართველოს პრემიერი.

ღარიბაშვილის ტექსტები კატარში იყო სრული კატასტროფა, სრული - ყოველი სიტყვა.

 

არც რუსული კანონი, არც ფრენების აღდგენა, არც პოლიტპატიმრები ან სხვა არ არის მიახლოებით თანაზომადიც კი იმ უმძიმეს, ღიად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, რასაც ღარიბაშვილი საერთაშორისო ფორუმებზე სჩადის. ის აკეთებს იმას, რასაც გააკეთებდა ლუკაშენკო, სადმე რომ იწვევდნენ სასაუბროდ. დღეს საქართველო არის დასავლურად შეფუთული ბელარუსი (ჯერ კიდევ დასავლურად შეფუთული). საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა - ბელოგრუზიაა.

 

ამიტომაც, ვფიქრობ, უნდა გავძლოთ და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თუ რა დასავლურ სტატუსებს, (მიტინგების მეშვეობით მოპოვებული, სპორტული გამარჯვებებით როგორი მნიშვნელობითაც არ უნდა იყოს) და სოციოლოგიური კვლევების აღმაფრთოვანებელი შედეგებით არ წყდება და ეს სამართლიანიცაა, რადგან ხალხი იმსახურებს ევროპას, თუ ევროპას ის, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში მოიპოვებს. ამ საკითხის სხვაგვარი განმარტება არის არაგულწრფელობა საკუთარ ხალხთან და ევროპის მოტყუება და მასთან ვაჭრობა. ნუ გადავაქცევთ სტატუსს სპორტულ ინტერესად, გულზე დასაკიდებელ მედლად, ეს არ არის აზარტის საკითხი, ეს სამართლიანობის და რაციონალურობის საკითხია. 

 


 
თუ ევროპელობა გვინდა, თავად უნდა შევძლოთ, ამ საკითხს მივუდგეთ ევროპული წესიერებით, მორალური სიცხადით, ბრძოლისუნარიანობით და თანმიმდევრულობით. ამავე პრინციპებზე უნდა ავაგოთ საკუთარი შეფასებები და განცხადებებიც.

 

გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა ქვეყნის გარეთ, ყველაფერი, რაც მორალურად ბუნდოვანია, სამართლიანობას მოკლებულია, რაციონალურობის ჩარჩოდან გასულია, აძლიერებს არსებულ სტატუს-კვოს, სიცოცხლეს უხანგრძლივებს მას. და რა გინდა რა მედლები არ უნდა დაგვკიდონ გულზე, სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, დასავლურ ოჯახს ვშორდებით, თავისუფალი ვარდნის რეჟიმში.

ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ერთადერთი გზით შეიძლება გაირკვეს - თუ და მაშინ, როცა დაამტკიცებს, რომ არ იმსახურებს ამ ხელისუფლებას“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დემეტრე
1 ლარი და 1 გაზიარებაც მნიშვნელოვანია! პატარა დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია, მას თავის ტვინის აუტოვენური სიმსივნე აქვს, მკურნალობის 3 კურსის შემდეგ, უსახსრობის გამო ვერ შესძლო მკურნალობის გაგრძელება და მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში არის, ასე მგონია ჩვენმა გულგრილობამ მიიყვანა დემეტრე აქამდე, 9 თვე ვაგროვებდით ფულს და ვერ შეგროვდა და ამის გამო ის ახლა რეანიმაციაშია. ვცდილობთ გადავრჩინოთ, ყ...

საზოგადოება 1685467022

მიხეილ სააკაშვილი
„ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო“ - იან კელი ღარიბაშვილს

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...

პოლიტიკა 1685465201

მიშელი
„ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია“ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....

პოლიტიკა 1685462135

წავკისი
წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის  შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.   ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე  საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...

საზოგადოება 1685462057

პრიგოჟინი
„ნუ ცრუობთ“ - პრიგოჟინი რუსულ პროპაგანდას სიცრუეში ამხელს

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1685460921

ხაინდრავა
„გოვორიტ მოსკვა“ - რას წერს გოგა ხაინდარავა რასა იუკნევიჩიენზე

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...

სოცმედია 1685460818