"შსს-მ ჯარიმების შეტყობინების გარეშე აღსრულების ახალი სქემა მოხლართა" - ნიკა სიმონიშვილი

სოცმედია 1760592800

პოლიტიკა

იურისტი, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "შსს-მ ჯარიმების შეტყობინების გარეშე აღსრულების ახალი სქემა მოხლართა".

 

მისი თქმით, ახლა საჯარიმო ქვითარს ისე ადგენენ და აქვეყნებენ ვებგვერდზე, რომ არათუ ფოსტით, SMS-თაც კი არ ატყობინებენ აქციის მონაწილეებს დაჯარიმების შესახებ. ამასთან, დაჯარიმებულს SMS-ს მხოლოდ მას შემდეგ უგზავნიან, როცა გასაჩივრების ვადა უკვე გასულია და ატყობინებენ, რომ 7 დღეში უნდა გადაიხადოს ჯარიმა.

ნიკა სიმონიშვილი ვრცელ პოსტში მოქალაქეებს ურჩევს როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში:

შსს-მ ჯარიმების შეტყობინების გარეშე აღსრულების ახალი სქემა მოხლართა, რაზეც ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა და ზოგმა აქაც დაწერა.

საქმე ისაა, რომ ადგენენ საჯარიმო ქვითარს და აქვეყნებენ ვებგვერდზე, რის შესახებაც არ გზავნიან SMS-საც კი, არათუ ფისტით, მიუხედავად იმისა, რომ მათივე დაწერილი წესებით ევალებათ (ვის უკვირს, მაგრამ მაინც). გასაჩივრების ვადა (გამოქვეყნებიდან 30+10 დღე) რომ გადის, მხოლოდ ამის შემდეგ უგზავნიან დაჯარიმებულს SMS-ს, რომ 7 დღეში უნდა გადაიხადოს ჯარიმა.

რთული სიტუაციაა ეს შედარებით, თუმცა საპანიკო ამაში არაფერია და ამ პოსტის მიზანიც ისაა, რომ აგიხსნათ, ამ დროს რას აკეთებთ:

თქვენი ჯარიმის სტატუსის შესახებ ინფოს ამოწმებთ აუცილებლად ორივე ვებზე: https://police.ge/protocol/index.php და protocols.ge. პირველზე ჯარიმის სტატუსი და გამოქვეყნების შესახებ ინფოა, ხოლო მეორეზე უფრო მნიშვნელოვანი ამბავი - აქაა მითითებული ინფო იმის შესახებ, რომ ჯარიმის გამოქვეყნების შესახებ შეტყობინება (SMS) არ გამოგზავნილა (აქამდე ყველა შემთხვევაში ასე იყო), რაც დადასტურებაა იმის, რომ გამოქვეყნების წესი არის დარღვეული. საბოლოოდ, ორივე ვების სქრინშოთს აკეთებთ, რაც საჩივარს უნდა დაურთოთ.
თუ SMS არ მოგსვლიათ, მაგრამ ვებზე წერია, რომ შეტყობინება გამოიგზავნა, მაშინ თქვენი ნომრის პროვაიდერთან მიდიხართ და police.ge-დან მიღებული შეტყობინებების შესახებ ამონაწერს გააკეთებინებთ, რითაც შეტყობინების გამოუგზავნელობას დაადასტურებთ.
შეგაქვთ საჩივარი სასამართლოში, ჯარიმის ბათილობას და აღსრულების შეჩერებას ითხოვთ. საჩივრის შეტანის წესზე პოსტი მაქვს უკვე დაწერილი და კომენტარში კიდევ ერთხელ დავდებ, რაც შეეხება საჩივრის შაბლონს, გაგიზიარებთ, თუ ამის საჭიროება გექნებათ. ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მალე შეიტანოთ სასამართლოში საჩივარი, რადგანაც სასამართლომ დადგენილება უნდა მიიღოს აღსრულების შეჩერებაზე და ამას რამდეინმე დღე დასჭირდება.
სასამართლო საჩივარს წარმოებაში რომ მიიღებს (კანონით 5 დღიანი ვადა აქვს), დადგენილება პორტალზე აიტვირთება და ამის შემდეგ საპატრულო პოლიციის დეპის მომსახურების ცენტრში (კახეთის გზატკეცილზე) საჩივრის ჩაბარების დასტურს (სასამართლოში რომ მოგცეს) მიუტანთ, ჯარიმაზე აღსრულების შესაჩერებლად. შემდეგ უკვე ელოდებით პროცესის ჩანიშვნას, რაც რამდენიმე თვეს წაიღებს.
ვისაც ასეთი ამბავი არ მოგსვლიათ, მაგრამ გინდათ, თავიდან აირიდოთ ზედმეტი თავის ტკივილი, როგორ იქცევით:

საჯარიმო ქვითრის ნომრის გარეშე ვერ ნახავთ ვებზე ამ ინფოს, ამიტომ მის გასაგებად ერთი გზაა, საპატრულოს ცხელ ხაზზე (241 42 42) დარეკოთ და იქ კითხოთ, ჯარიმა თუ არის შედგენილი თქვენზე.

ბევრს ეშინია, რომ დავრეკავთ, მერე არ ამოგვიღონ მიზანშიო. მაგის გამო არა, მაგრამ აქციაზე სიარულის გამო კი იქნებით უკვე სამიზნეში, ამიტომ ეგ დაივიწყეთ. თქვენ მხოლოდ ჯარიმის არსებობა/არარსებობის საკითხს არკვევთ და არაა აუცილებელი, რაზეა ჯარიმა, ის დაუკონკრეტოთ. რომც მოუნდეთ თქვენი მოძებნა, ძალიან დიდი ჯოჯოხეთია ეს მათთვის და ამას არც იზამენ.

თუ აღმოჩნდება, რომ თქვენზე უკვე შედგენილია ჯარიმა და გამოაქვეყნეს კიდევაც, ჯარიმის ქვითრის ნომერი გაარკვიეთ და ზოგადი წესის მიხედვით გაასაჩივრეთ (ამაზეც მაქვს ადრე პოსტი დაწერილი და კომენტარში ამასაც დავდებ).

მესმის, რომ ოცნების ახალი კანონპროექტი კიდევ უფრო მკაცრია, თუმცა ძველი ჯარიმების ამბები ჯერ კიდევ აქტუალურია და ჯერ კიდევ მისახედია. ახალ დრაკონულ წესებზე კი მოგვიანებით დავწერ".    

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688