„სპექტაკლი არ არის გარყვნილება... სცენაზე გამოჩნდა ის, რისაც გეშინიათ - თავისუფლება, აზრი, კრიტიკა. თქვენ კი გარყვნილებას კი არა, თავისუფლებას ებრძვით. სინათლეს ებრძვით. მე არ მინდა თქვენ გიყუროთ ჩემმა შვილებმა“ - ვიკა ბუკია
სოცმედია • 1746768461
ვიკა ბუკია:
მე არ მინდა ჩემმა შვილებმა უყურონ გარყვნილებს. სპექტაკლი არ არის გარყვნილება. გარყვნილებაა, როცა ხალხის ფულს იპარავ, რომელიც პენსიებს, სკოლებს, ავადმყოფებს და გაჭირვებულებს უნდა ხმარდებოდეს, მაგრამ ხმარდება პირადი ქონების დაგროვებას, უსასრულოდ, კიდევ, კიდევ და კიდევ, ხმარდება სიხარბეს, მომხვეჭელობას, მუცლის ამოყორვას. მე არ მინდა ჩემმა შვილებმა უყურონ ასეთ გარყვნილებს.გარყვნილებაა, როცა სამშობლოს ყიდი რუსეთს, რომელმაც მიწა წაგართვა, ხალხი მოგიკლა, გლეხები გამოგიყარა სოფლებდან, ქალები დაასახიჩრა, ანწუხელიძე აწამა და გაყურებინა. გარყვნილებაა სამშობლოს ღალატია. მე არ მინდა ჩემმა შვილებმა უყურონ ასეთ გარყვნილებს.გარყვნილებაა, როცა ქადაგებ „ოჯახურ ღირებულებებს“, მაგრამ თავად ქმნი ცარიელ, ყალბ ოჯახს, სადაც არ არის სიყვარული, ერთგულება, პასუხისმგებლობა. მე არ მინდა ჩემმა შვილებმა უყურონ ასეთ გარყვნილებს.გარყვნილებაა, როცა ღვთისმსახურება ძალაუფლების იარაღად გაქვს ქცეული და თურმე გაწუხებს სპექტაკლი და სამაგიეროფ არ გაწუხებს ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდები, სკოლისაკენ მიმავალი მშიერი ბავშვები, ოჯახში ძალადობა, შადრევანში მოკლულები, ჭაში ჩავარდნილები, ჯართის შემგროვებლები. გარყვნილებაა ვერ ხედავდე მათ. მე არ მინდა ჩემმა შვილებმა უყურონ ასეთ გარყვნილებს.გარყვნილებაა, როცა არ გინდა ხალხმა იფიქროს, იკითხოს, გამბედაობით ილაპარაკოს. გინდა ჩუმად და უსიტყვოდ გიყუროს, როგორ იპარავ, ძალადობ და ღალატობ ყველაფერს, მუცელს იყორავ, გაუმაძღარი ხარ და მომხვეჭელი. მე არ მინდა ჩემმა შვილებმა უყურონ ასეთ გარყვნილებს.გარყვნილება ის კი არ არის, რასაც საჯაროდ გმობთ. გარყვნილება ის არის, რასაც მალულად აკეთებთ. დიახ, ყველაზე დიდი გარყვნილება ფარისევლობაა — როცა სხვას უკრძალავ იმას, რასაც თავად აკეთებ, გიტაცებს და მალავ. მე არ მინდა ჩემმა შვილებმა უყურონ ასეთ გარყვნილებს.სცენაზე გამოჩნდა ის, რისაც გეშინიათ - თავისუფლება, აზრი, კრიტიკა. თქვენ კი გარყვნილებას კი არა, თავისუფლებას ებრძვით. სინათლეს ებრძვით. მე არ მინდა თქვენ გიყუროთ ჩემმა შვილებმა.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












