„თქვენი იმედი მაქვს ბატონო მამუკა რომ კაცებად არ გადააკეთებინებთ ჩემს შვილებს!!!“ - თამარ ჩერგოლეიშვილი მამუკა მდინარაძეს
სოცმედია • 1711945526

საოცარი ინფორმაციები ვრცელდება. უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო… - წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმიანება პარტია „ახლის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ „მთავარმა“ გრანტი მოიგო, თუმცა ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე.
„საოცარი ინფორმაციები ვრცელდება. უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო… უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს ყიდიან, მაგრამ თავად ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას! სამშობლო არ იყიდება!” - წერს მამუკა მდინარაძე.
მდინარაძის ფეისბუქ-პოსტს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ცინიკური პოსტით გამოეხმაურა:
„თქვენი იმედი მაქვს ბატონო მამუკა რომ კაცებად არ გადააკეთებინებთ ჩემს შვილებს!!“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593