„წავიდა ჩემი ბავშვობაც, ახალგაზრდობაც, სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური, დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ… “ – მსახიობს მეგობრები ემშვიდობებიან

სოცმედია 1726257954

ბერიკაშვილი

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა.

უნიჭიერესი მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.

მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

მსახიობს ემშვიდობებიან ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, მისი თაყვანისმცემლები, სოციალურ ქსელში არ წყდება სამძიმრის წერილები:

„წავიდა ჩემი ბავშვობაც, ახალგაზრდობაც, სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ… “ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი თამარ მაყაშვილი წერს და გარდაცვლილი მსახიობის ფოტოს ავრცელებს. 

 


„მშვიდობით ზურა… უიშვიათესი პიროვნება, ნიჭიერი, უწყინარი , ალალ – მართალი…. ერთი აუგი სიტყვა არავისზე არასდროს დასცდენია, ზურა ყოველთვის მემახსოვრები“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი გოგა გველესიანი წერს.

„კახი ბაბუს და გივი ბაბუს ბევრი ჩაეხუტე მოეფერე და მოესიყვარულე ორივეს გთხოვ… 
შენ რომ იცი ხოლმე ეგრე… “ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ სუხიშვილი წერს და ზურა ბერიკაშვილის ფოტოს ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილ მსახიობს უდიდეს ქართველ მსახიობებთან – მამასთან, გივი ბერიკაშვილთან და კახი კავსაძესთან ერთად აქვს გადაღებული:

„ამაზე მაგარი ფოტო და ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს როგორ მიყვარხართ…
ამომგლიჯე გული ბერიკ არ მჯერა რომ აღარ მყავხარ უფალს ყოველთვის კარგი ადამიანები მიჰყავს მასთან… 

 

კახი ბაბუს და გივი ბაბუს ბევრი ჩაეხუტე მოეფერე და მოესიყვარულე ორივეს გთხოვ… შენ რომ იცი ხოლმე ეგრე…მადლობა, რომ ჩემი მეგობარი იყავი.მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში არ ვიყავით მაინც ყოველთვის ყველაფერს ახერხებდი აკეთებდი ჩემთვის და ბედნიერი ვარ შენ რომ მყავდი ცხოვრებაში კი არა და მყავხარ… ჩემთვის მუდამ ცოცხალი იქნები არასდროს დამავიწყდებით სამივე არასდროს“ – წერს მარიამ სუხიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი 1
ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. როგორც Украинская правда-ს ფრაქციის...

რუსეთ-უკრაინის ომი 1752731329

მდინარაძე
„რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ, სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასად“ - მამუკა მდინარაძე

"მე რომ ვიყო ახლა პოლიტიკოსების გარედან მაყურებელი არ დავფიქრდებოდი - რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ,...

პოლიტიკა 1752731154

პოლიტიკა
„კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, მსოფლიოში სამეულში ვიქნებით“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...

პოლიტიკა 1752730533

პროკურატურის შენობა თბილისში
„მთავარ არხს დოკუმენტების გადმოსაცემად გონივრული ვადა მივეცით“ - პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...

პოლიტიკა 1752729804

სასურველი თბს
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის - თიბისის ახალი კამპანია

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი.   თ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729642

140 გოგო თბს
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.   გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729572