"წელიწადში ერთხელ მაინც ვინმემ რომ მოგვიკითხოს, არ იქნება ცუდი" – რას წერს ნათია ფანჯიკიძე
სოცმედია • 1721676600

"ჯანდაცვის წინა მინისტრს შემოუღია კანონი, რომ მეტადონის პროგრამაში მყოფ ქრონიკულ პაციენტებს, რომლებსაც თავიანთი ექიმები ენდობოდნენ და საშუალებას აძლევდნენ, ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ახლომდებარე რაიონული პუნქტიდან ხუთი დღის მეტადონის დოზა ერთბაშად გაეტანათ, კანონით აუკრძალა ეს. ოღონდ აუკრძალა ისე, რომ ყველა რაიონში პუნქტი არ არის გახსნილი და მაგალითად, რაჭაში მცხოვრები პაციენტი, უმეტესწილად უგაჭირვებულესი, იძულებულია დახარჯოს თანხა და მთელი სამუშაო დღე, უღელტეხილი გადაიაროს ყოველდღე (სამი საათი წინ, სამი უკან), ჩავიდეს ქუთაისში , რომ მიიღოს წამალი, რომლის გარეშეც არ შეუძლია იყოს საკმარისად ქმედუნარიანი. აი ეს რეპრესია გაატარა მინისტრმა, რომელმაც, როგორც აშკარაა, არც დაავადების შინაარსი იცის, არც ადამიანური თანაგრძნობა გააჩნია ათობით ათასი ადამიანის მიმართ, ვინც ამ კონკრეტულ დაავადებას ებრძვის. ეს არის ჩვეულებრივი რეპრესია და შინაპატიმრობა პაციენტებისთვის. ამპუტირებულკიდურებიან ხალხს დაატარებენ ყოველდღე მეტადონის მისაღებად, შედარებით ჯანმრთელ პაციენტებთან ყოველგვარი სპეციფიკური გარემოებების და განსხვავებების გათვალისწინების გარეშე.
იმედია, ახალი მინისტრი, რომელსაც გონიერ ადამიანად ახასიათებენ, გამოასწორებს ამ ბოროტებას (სასურველია მალე) და საერთოდ, მენტალური ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებით არც ისე ბევრი დაწესებულება ვმუშაობთ და წელიწადში ერთხელ მაინც ვინმემ რომ მოგვიკითხოს, რა პრობლემებია, რა სჭირდებათ ადამიანებს, რა გამოგვდის კარგად და რას ვერ ვახერხებთ, ამოგვათქმევინოს, არ იქნება ცუდი არც ამგვარი არასწორი გადაწყვეტილებების ასაცილებლად, არც პაციენტებისთვის და არც ჩვენი პროფესიული თემისთვის.”
წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 1745520206

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745512635

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 1745512091

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 1745510692

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 1745510452

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 1745510001