„წერილი ორ სპეცრაზმელს“ – რას წერს ქალი, რომელიც სპეცრაზმელს დაჩოქილი სთხოვდა შვილის და მეუღლის გათავისუფლებას
სოცმედია • 1734067608
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტo აქციებიდან არაერთი ემოციური კადრი გავრცელდა.
ერთ-ერთი იყო ქალი, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი სთxოვდა სპეცრაზმელებს შვილისა და მეუღლის გათავისულლებას.
ნათია გოგიჩაიშვილი მძიმე ღამის დეტალებს სოციალურ ქსელში წერს:
„წერილი ორ სპეცრაზმელს, ერთს, რომელმაც ჩახუტების უფლებაც კი მომცა, ყველა ნაკვთი მახსოვს მისი, საშინელი ნიღბის მიღმა რომ ჩამოსტიროდა და მეორეს, შეიარაღებულმა ბოლომდე რომ გამომაცილა, ის, რომელიც მიცავდა საშინელი მხეცებისაგან, უკანა ხაზზე რომ იდგნენ და ღმუოდნენ, ისე ეწადათ ჩემი ხმის ჩახშობა, როგორ ცდილობდა ჩემს დაცვას ის ორი, რომელიც ცისარტყელად მეჩვენებოდა იმ შავი ფერის ღმუილში და ეხლა ვფიქრობ, რას მეუბნებოდა მისი საოცრად სევდიანი თვალები,…. ეს ღამე მაინც ვიქნები შენი შვილი, იქნებ ჩემს მაგივრადაც იყვირო, ამ მხეცებში და ამ მოჩვენებით მშვიდ ღამეში სრულიად მარტო ვარ, გზას ვეღარ ვიგნებო.
ვიცი, ვერც წაიკითხავთ თქვენ ამ ჩემ ბოდიალს, ალბათ გაგეცინებათ კიდეც, რადგან ის რაც იყო ალბათ, ჩემო წამიერად შეცოდების შეგრძნება იყო ან იქნებ დაცლილები ხართ ყველა სიკეთისგან, მაგრამ ვდარდობ მე თქვენზე, უსაშველოდ მედარდება თქვენი უგონო მდგომარეობა, თითქოს მკვდრები ხართ და შესაბამისად არანაირი შეგრძნება არ გაგაჩნიათ, მე კიდევ ისევ ვდარდობ. არაფერს არ გთხოვთ, არც რომელიმე პოზიციაზე ყოფნას, უბრალოდ, როგორც დედა ისე გევედრებით, ზუსტად ისე როგორც მაშინ, სანამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რაიმეს გაივლებთ მაინც გულში, თქვენს დედას და მამას, დასა და ძმას ჩახედეთ თვალებში, ზუსტად იმ დედას დაინახავთ, მე რომ ვედრებით შემომცქეროდით .ჩვენ მხოლოდ ერთი მტერი გვყავს და ეს არის რუსეთის საშინელი იმპერია, რომელთაც უამრავი ადამიანი დაგვიხოცა, მოგვიწამლა. მე არც გმირი ვარ და არც არავინ, დედის ემოციები იყო ის, რაც თქვენ იმ ღამეს ნახეთ, ხორცი კი დამისერეთ, გამამწარეთ, გამომშიგნეთ და შიგნით ხელები აფათურეთ, მაგრამ ჩემი სული იგივეა, ისევ დედა ვარ და ზუსტად ვიცი, იქ რომ საერთო მტერი დაგვსხმოდა თავს, იგივეს გავაკეთებდი, ისევ ვიყვირებდი თქვენს დასახმარებლად, რადგან მოცემულობა მხოლოდ ერთია, ერთი ხალხი ვართ, ერთი სისხლი გვაქვს, ერთ ქვეყანაში ჩავისუნთქავთ ჰაერს, რაც ჩვენ გვაცოცხლებს და გვყავს მხოლოდ ერთი დიდი და საუკუნო მტერი და ჩვენი მტერი რუსეთია!“, – წერს ნათია გოგიჩაიშვილი.
აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს. CNN წერს, რომ სენატის მიერ მიღებული ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის მთავრობის ხელახლა...
მსოფლიო • 1762759316
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...
კრიმინალი • 1762758491
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...
პოლიტიკა • 1762758288
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...
საზოგადოება • 1762749519











