„ცოლი არ არის ვალდებული, ემორჩილებოდეს ქმარს, ცოლი ქმრის საკუთრება არ არის, ქმარი არ არის ცოლის ბატონი“ - ბაია პატარაია თბილისში დღეს მომხდარ მკვლელობაზე
სოცმედია • 1653141391 2319

ქალთა უფლებების დამცველი, ბაია პატარაია დღეს, თბილისში მომხდარ საზარელ ფაქტს ეხმაურება და სოცქსელში წერს:
„ვინ ეტყვის კაცს, რომ მოძულებული ცოლი კი არ უნდა მოკლას, არამედ უნდა გაშორდეს?
ვინ ეტყვის ქალს, რომ სანამ ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ გახდება, არც კი იფიქროს ქორწინებაზე?
ვინ ეტყვის გოგოებს და ბიჭებს, რომ ლტოლვა და აღტაცება სიყვარული არ არის? და რომ სიყვარული არ კმარა ცოლ-ქმრობისთვის, რომ მეგობრობა და პატივისცემა არანაკლებ მნიშვნელოვანია?
ვინ ეტყვის მშობლებს, რომ ტოქსიკური ქორწინება და მუდმივი ჩხუბი ბევრად უფრო აზიანებს მათ შვილებს, ვიდრე განქორწინება და ცალ-ცალკე ცხოვრება?
ვინ ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი?
ვინ გაიაზრებს, რომ 17 მაისი ძალადობის დღეა, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღე დაარქვეს ფარისევლებმა?
დღეს კიდევ ერთი ქალი მოკლა ქმარმა, ავტობუსში, შვილების თვალწინ, პერფომატიულად.
ვინ ეტყვის ჟურნალისტებს, რომ ამ საზარელი დანაშაულიდან არ დადგან ცირკი და ამით არ წააქეზონ სხვა ბოროტი კაცები ფემიციდისკენ?“

ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. „ატლანტიკური...
პოლიტიკა • 1657091197

რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოჯისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე,...
მსოფლიო • 1657090773

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევასაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. ვანგას 5 წინა...
მსოფლიო • 1657090384

"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა. ეს ამბავი ბალენსიაგას 2021 წლის ოტ კუტიურ შოუზე მოხა. ხვალ კი პარიზში, დემნა ბალენსიაგას...
საზოგადოება • 1657090216

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657087245