„თუ 5 და 4 ნომერი ასეთი ერთიანია პოლიტიკური ბრძოლის ფორმაში, რატომ გაიყვნენ საპარლამენტო არჩევნების წინ?“ – ნინო ლომჯარია

სოცმედია 1751773710

ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია: „- თუ გახარიას და “ლელოს” ამდენი საერთო ჰქონდათ პოლიტიკური ბრძოლის ხერხებზე, რატომ არ გაერთიანდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ?– თუ 5 და 4 ნომერი ასეთი ერთიანია პოლიტიკური ბრძოლის ფორმაში, რატომ გაიყვნენ საპარლამენტო არჩევნების წინ?ხომ ცხადი იყო, რომ მასშტაბური გაყალბება იქნებოდა, ევროინტეგრაციას გააჩერებდნენ, სამოქალაქო სექტორს დახურავდნენ და პოლიტიკოსებს ციხეში გაუშვებდნენ? რატომ არ მოუსმინეს ამომრჩევლის დაკვეთას? რატომ არ დადგნენ საკუთარ ეგოზე მაღლა?ახლაც, ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირების სისტემური წამების, ციხეში გამომწყვდევის, სამსახურებიდან გამოყრის, ფინანსური რეპრესიების შემდეგაც რომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია ერთიან სტრატეგიაზე, ამას რა ქვია? ვინ ხართ თქვენ?ახლა, რაც შეეხება “პრაგმატულობას”. თვითმმართველობის არჩევნებზე არ იქნება არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები. თვითმმართველობის არჩევნებზე გამსვლელი პარტიების მიერ დადოკუმენტირებულ დარღვევებზე და სასამართლოებში წაღებულ დავებზე მე არაფერი მსმენია. არც მათი პარტიების წევრების ნაბრძოლ და დაცულ ხმებზე მსმენია რამე საარჩევნო უბნებზე. არჩევნებზე გასვლა მარტო სიის შედგენა და ფბ რეკლამა არ არის.კი, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, კი, პოლიტიკოსები უკანონოდ სხედაც ციხეში, მაგრამ, ასე მოუმზადებლად – გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის, კომისიის წევრებ და დამკვირვებელ მოუმზადებელი არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არ არის, უპასუხისმგებლობაა, რეპრესირებულ მოქალაქეებზე ემოციური ძალადობაა, საკუთარი ქვეყნის და აქამდე არსებული საპროტესტო სტრატეგიის საბოტაჟია, ლანგარზე მირთმეული საჩუქარია “ოცნებისთვის”.ამიტომ, სანამ დროა, დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად და არა ტელევიზორებში, არ გამოხვიდეთ, სანამ არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე და მერე გამოაცხადეთ ერთიანი გადაწყვეტილება. თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით აქ ყველა. ხალხის დაკვეთაა ეს და ემსახურეთ ხალხს“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...

მსოფლიო 1771158474

დოროთე
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს“ - დოროთე ყურაშვილი

"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...

საზოგადოება 1771157003

პაპუაშვილი
„დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები“ - პაპუაშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...

პოლიტიკა 1771156925

დოროთე
"ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს" - მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე

მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...

საზოგადოება 1771154696

ნეთანიაჰუ ტრამპი
ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გზებზე შეთანხმდნენ

ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...

მსოფლიო 1771147903

საზოგადოება
კრიმინალური ავტორიტეტის სახელით კახეთში მცხოვრებ კაცს 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს - შსს

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

კრიმინალი 1771147335