სოცმედია • 1711945185
გავერთე ცოტა და თქვენც გაგრთობთ ჩემო მეგობრებო!
ვიღაც ტიპი მწერს ჩემი გამოსვლის შემდეგ ტვ კედელზე ( რა თქმა უნდა პუტინისტი) მამათქვენი სულ სხვებთან ქეიფობდა, მე არ ვიცი თქვენთან ვინმეს ექეიფოსო სახლშიო…
მლანძღა , მლანძღა და ბოლოს ეს კრეტინობაც მოაყოლა
ვააახ ეგეთი აღარ მინახავს არაფერი, აი მართლა რა….. ვინ ხართ ბატონო თქო ვკითხე, სად და რატომ უნდა გცოდნოდათ თქო
(ვაახ, თუ კიდევ რომელიმე რუსეთუმე გამაკვირვებდა თავისი კრეტინიზმით არ მეგონა რა)
ჰოდა ეს მამაჩემის მეგობრები მკვდრები არიან კაცო, ბევრი გარდაიცვალა, ვინც ცოცხალი დარჩა ღმერთმა კარგად მიმყოფოს, ჰოდა აგერ ელდარს უნდა შევეხმიანო შენგელაიას , მამაჩემის ელდარინოს (ასე ეძახდა) და ნუგზარ წერეთელს, კიდევ ტარიელ ჭანტურიას, დღეს ანზორ ერქომაიშვილის დღეა მაგრამ, ვერც ანზორი მომეშველება და დამემოწმება, ვერც ნოდარ დუმბაძე, ვერც ედიშერ ყიფიანი, ვერც ჭაბუა ამირეჯიბი, ვერც ოთარ და თამაზ ჭილაძე, ვერც ზურა ჩილაჩავა, ჯუმბერ თითმეტია, ვერც ბიძინა კვერნაძე, ვერც ჯანსუღ კახიძე და მიშიკო შენგელია, ვერც ოტია პაჭკორია და გურამ ფანჯიკიძე, ვეღარც ოთარ იოსელიანი, ვერც დიმა ერისთავი და მერაბ ბერძენიშვილი, ვერც არჩილ ასათიანი და არჩილ სულაკაური, ვერც იოსებ ნონეშვილი და რეზო თაბუკაშვილი, ვერც თენგიზ ჩანტლაძე, ვერც თენგიზ კეკელიძე, ვერც გურამ საღარაძე, ვერც დოდო აბაშიძე და ჯემალ ღაღანიძე ვერ გამომადგებიან მოწმეებად, აღარ არიან ამ ქვეყნად და რა ვქნა.
ჰოდა ეგება მე და მამუკას ელდარი გამოგვყვეს მოწმედ -ელდარ შენგელაია და პოეტი ტარიელ ჭანტურია და კიდევ დედაჩემი ირმა, ნუ როგორც პურმარილის გამკეთებელი რომ ნაღდად ვქეიფობდით ჩარკვიანებში ბატონო, ფოტოებიც “ქე “ გვაქვს შემონახული და შემორჩენილი სუფრასთან პირდაპირ ყანწით ხელში ბატონო, ვიდეოც თუ გახდა საჭირო ეგეც გვაქვს, ხაინდრავას და ფოფხაძის ტროლ-ბოტებს ამასაც “ქე დოუდებთ”, თუ არა და მამუკას ვამღერებ ბოლო-ბოლო მტკიცებულება იქნება, ველაპარაკე და დამთანხმდა, მეც “პატარა” მეორე ხმას მივცემ მამუკას და ჩვენი სამეგობროც მოგვეშველება ეგენიც გამოდგებიან მოწმეებად რამე რო იყოს, ჰა რა ვქნა მეტი ბატონო?!
ჰოდა , მე არ გამიგიაო და არ ვიციო რომ თქვენთან ქეიფები და სტუმრიანობა იყოო, რომ მწერს “ვიღაც” უცხო, ახლა დავფიქრდი და მივხვდი რაშიც არის საქმე, თან მამუკამ მითხრა :გოგო ვერ უთხარი, რომ ჩვენთან სახლში კაგებეშნიკები და მამაძაღლები არ დადიოდნენო, კი ბატონო ასეა “ფოფხახისმაგვარი “ ბოგანოები არ დადიოდნენ, ჰოდა ამაშია საქმე.
ეჰ ერთი კია ზოგი ჭირი მარგებელიაო, კარგი და საოცარი ხალხი მომაგონა ამ ერთმა გაბოროტებულმა “ ვალოდია ჯინჭარაძემ” …..
p.s“მომანატრა ,მომანატრა ნეტავ , რაც მიყვარდა, ვინც მიყვარდა ის”, უჰ როგორ მენატრებით მითუფრო მკვეთრად გხედავთ მაგრებს ,ვაჟკაცებს, ტკივილამდე მენატრებით, განსაკუთრებით ამ ქვეყნად შემორჩენილი ფსკერის ბინადართა ფონზე….უჰ კიდევ კარგი ეს ოხერი იუმორი გენეტიკურია, თორემ “ამათ” -ამ “ჩიტებს ანუ სირებს” სერიოზულად მტერმა უსმინა.იუმორი გადაგვარჩენს
ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...
მსოფლიო • 1737899299
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737894936
ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...
პოლიტიკა • 1737891675
მამა შალვა კეკელიამ კიმბერლი ლოუს წმინდა მამა გაბრიელის ხატი აჩუქავიდეო: Gog Lik
საზოგადოება • 1737891037
შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ წინასაარჩევნოს პატიმრების ოჯახების გამოყენება რუსული რეჟიმის ხელწერაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ა...
პოლიტიკა • 1737887806
საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ. სტრასბურგში დაგეგმილ ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების...
პოლიტიკა • 1737887343
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი