სოცმედია • 1725417879
,,ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, აკაკი ბაქრაძის შვილს, ლაშა ბაქრაძეს მიმართავს:
,,ეს უღირსი პერსონა, სამაგალითოდ რომ საუბრობს ნაც პოლიტიკოს ქალებზე, მეხსიერებას უნდა უჩიოდეს და მორალისგანაც აშკარად შორს არის, თორემ თინა ბოკუჩავა დასავლეთის კარდაკარ რომ დადის საქართველოს დასაზიანებლად და გულის ჯიბეში მიშას ფოტოს დაატარებს, როგორც კომუნისტური ბელადისას, დიდი ვერაფერი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ქალებისთვის … მისთვის შეძენილ საჩუქარზეც რომ იხდის სასჯელს ბატონი სააკაშვილი, ეს ცალკე ნაციონალური დრამაა, ამის მეტს აღარ განვავრცობ მასზე
სამაგალითო თამარ კორძაია გაახსენეთ ლაშა ბაქრაძეს – 2012 წელს ქართულ ოცნებასთან კოალიციით და ქართული ოცნების ელექტორალური რესურსით შემოვიდა პარლამენტში. მოგვიანებით კი, 2020 წელს ნაცების სიით ჯერ ძალა ერთობაშიაო გვიმტკიცებდა და 2024 წლის არჩევნებზე კი, ერთიანობით პოზირებს ნაცების რიგებში… საოცარი პოლიტიკური მდგრადობა და მორალია აშკარად
სოფო ჯაფარიძესაც გთავაზობთ ეს ცბიერი კაცი. ალბათ, გულისხმობს სააკაშვილის დროს “ღიმილიანი საქართველოს” მონაწილე სოფოს, მოხუცებს რომ კბილები დააძრო და ისე დატოვა, უკბილოდ. ახლაც, სავარაუდოდ იგივე სიგიჟეს გვპირდება 🙂
თავად ლაშა ბაქრაძე კი წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც ბოლშევიკების მძიმე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია და ადამიანების ჩაშვების, დაბეზღების, ჩარეცხილებად და ნახმარებად გამოცხადების გარდა, სამწუხაროდ ბევრი არაფერი გამოსდის
მოკლედ, ნაცები რას და ვის გთავაზობენ ნათელია. სხვა ადამიანებს “ნახმარად” რომ ხედავენ და მოიხსენიებენ ესეც კარგად წარმოაჩენს მათ ფარულ ვნებებსა და გეგმებს – თუ რას უპირებენ ყველას, ვინც მათ რიგებში არ დგას. დანარჩენს კი, დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ამომრჩეველი ჩემზე უკეთესად უპასუხებს ამ უღირს ბატონს და მისნაირებს»
შეგახსენებთ, დღეს ლაშა ბაქრაძემ განაცხადა:,,არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით”
„ბოდიში?! რისთვის ხალხო, ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?! ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?! ტყვედ ჩავარდნილი ბიჭების წამე...
პოლიტიკა • 1726402101
ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს ქამრის მოპოვებას ულოცავს. „გილოცავ ძმაო“, – წერს ბერა სოციალურ ქსელში. მერაბ დვალიშვილმა შო...
სოცმედია • 1726400912
მე ვარ ეთნიკურად ოსი, თუმცა ვთვლი, რომ ქართველებს არანაირი ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ოსების წინაშე. პირიქით, ოსებმა კარგად უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე. კარგად გაიაზრონ...
პოლიტიკა • 1726400750
„ბოდიში შმაგი. ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის... ალბათ არ ღირდა... 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად თავშეწირული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძე... გული მტ...
პოლიტიკა • 1726398773
ალეკო ელისაშვილი სოცქსელში წერს: მურვან ყრუს, ჯალალ ედ დინს, თემურ ლენგს და აბას შაჰს როდის მოუხდის ბოდიშებს ბატონი ბიძინა? ძაან ვაწვალეთ ეგენიც, რაც ძალი და ღონე იყო ვეომეთ და ვერ მოგვივიდა მაგათთან...
პოლიტიკა • 1726398166
ოლიგარქის მიერ გორში გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა, საქართველოს მესამე პრეზ...
პოლიტიკა • 1726397937
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი