„უცნობ ამბავს მოვყვები... ტანზე გახადეს... ვერტიკალურად ქვიშაში ჩამარხეს“ - მურმან დუმბაძე

სოცმედია 1737786470

დუმბაძე

მურმან დუმბაძე სოცქსელში წერს:

მზია ამაღლობელმა ხელი გაარტყა დგებუაძეს.საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები.1993 წლის 9 აპრილია. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი ავთანდილ ბერიძე (თითქმის 20 წლის შემდეგ, პრაქტიკულად უალტერნატივოდ, სრულიად დამსახურებულად, იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა) ამ დღის აღსანიშნავად დილაადრიანად სამსახურეობრივ კაბინეტში მიეჩქარება (პროფკავშირული გაერთიანების თავმჯდომარე გახლდათ ხელვაჩაურის რაიონში) პლაკატებით ხელში.შენობაში, შესასვლელ კარებთან, ავთო აპირებს ფეხის შედგმას.. მოულოდნელად “ვოლგის” ტიპის მანქანა ჩერდება, იქედან 3 გავეშებული მამრი ჩამოხტება და ავთოს იტაცებს.შეაგდეს უკანა სავარძელში ჰორიზონტალურად, ეგ 3 ტიპიც უკან მოთავსდა და ფეხები ზევიდან დააწყეს.მანქანაში შეტენვამდე, ავთომ იმავე სამსახურში მიმავალი კოლეგა შენიშნა და იყვირა- ….ძე მიშველეო (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ. დიდი ხნის შემდეგ, როცა ჩვენ გახელისუფლებულები ვართ, მე და ავთოს გვხვდება ეგ კაცი ქუჩაში, და უკრაინულ ბორშჩზე გვპატიჟებს. ჩვენ რა თქმა უნდა ვეუბნებით უარს. სასხვათაშირისოდ, ეგ კაცი მატერიალურად ყოველთვის წარმატებული იყო. ასლანის, მიშას, ახლა ივანიშვილის დროსაც. უფრო მეტიც, ყველა ხელისუფლებაში ადგილობრივი დეპუტატი და თანანდებობის პირი. რაა ეს ცხოვრება, როგორი უთავმოყვარეობაა ხელისუფლობა, და რა დიდი ძალა აქვს უკრაინულ ბორშჩს), მას ვითომ არ გაუგონია, მიატოვა კოლეგა, გააგრძელა გზა და შევიდა შენობაში.9 აპრილის შესაძლო ღონისძიების ჩაშლის განზრახვით გატაცებული ავთო მიიყვანეს ჭოროხის ქვიშიან ნაპირას, ტანზე გახადეს, და არც მეტი, არც ნაკლები, ვერტიკალურად ქვიშაში ჩამარხეს, ისე რომ ჩანდა მხოლოდ ყელის ზემოთ (დიდი შვებაა თავისუფლად სუნთქვა). წინასწარ ჯვარი შეხსნეს, წინ დაუგდეს, “ქრისტიანობას აწვები, ილოცე ახლა, გიშველისო”, და თან ასლანის ლანძღვა არ დაგავიწყდესო. (ახალგაზრდებისთვის, ისტორიამ უნდა იცოდეს-80-იანების ბოლოდან მოყოლებული ასე თითქმის ერთი თაობა, ძნელად მიდიოდა ქრისტეზე შედგომის პერიოდი, სულ მინიმუმ ეჭვის თვალით უყურებდა მონათლულებს მასა).საბედნიეროდ, გამტაცებლებიდან ერთ-ერთმა, ან სხვამ ტელეფონზე დაურეკა მის მეგობარს გურამ დუმბაძეს (ალბათ სხვებსაც) და უთხრეს მომხდარიც და ადგილიც, სადაც ავთო იყო ჩამარხული.ცხადია, ბიჭებმა იყოჩაღეს და ავთო მალევე გამოიყვანეს სამშვიდობოზე.და ახლა მთავარი ამბავი (გრძელი გამომდის ტექსტი):რუსუდან ბურჭულაძეს, ავთოს მეუღლეს, ბუნებრივია ჰქონდა საპასუხო რეაქცია. ცოტა ხნის შემდეგ, იგი ჩაუსაფრდა ასლანის კაბინეტს და მოახერხა მასთან მიახლოება. როგორც ჩანს დაცვამაც (ან თავად ასლანმა) მიცა ამის შესაძლებლობა. რუსუდანი მივარდა ასლანთან (დაცვას ეგონა გასასაუბრებლად მივიდა), ეცა ყელში, ჩამოაგლიჯა პერანგი, და თხლიშა ლოყაზე.მე რუსუდანი ვარ ბურჭულაძე, ავთო ბერიძის მეუღლეო.(ალბათ, ასლანის მმართველობაში ეს იყო პირველი და ბოლო შემთხვევა, რომ ფიზიკურად მას ვინმე შეეხო. შემთხვევა ნოდარ იმნაძესთან სხვა რეგისტრია).ასლანს “ინსტიტუციური პრინციპები” ფეხებზე ეკიდა. უფრო კონსერვატორობდა. არც იმ წუთას, არც იმ დღეს, არც მეორე დღეს, და არც არასდროს, ასლანს პირადად რუსუდანის მიმართ რაიმე სადამსჯელო ოპერაციაზე არ უფიქრია.როგორც ჩანს, მის დროინდელ “ დემოკრატიულ და პლურალისტურ” საზოგადოებაში, ასლანმა ტრადიციულად ჩათვალა, რომ ქალისადმი, როგორც იდეალისა, პატივისცემა არ უნდა დამცრობილიყო!თავისუფლება მზია ამაღლობელს!თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!თავისუფლება მიშა სააკაშვილს!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ივანიშვილი აქტივები
"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - "აი ფაქტი"

"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - ამ სათაურით აქვეყნებს "აი ფაქტი" ვრცელ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან საქართველოში ქონების გადმოზიდვისა და ქართული ეკ...

პოლიტიკა 1739805198

ზურა ჩხაიძე ვივა მედი
ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს. „[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველ...

პოლიტიკა 1739804012

საქბანკი ბიზნესღონისძიება
საქართველოს ბანკის ინიციატივით,  ბიზნესებისთვის შეხვედრა „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს  შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება....

ბიზნესი & ეკონომიკა 1739800834

რიმა ბერიძე
„რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" კვერცხები, „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის“ - რიმა ბერაძე გახარიაზე

„გიორგი გახარიას ნათქვამს ახლა მთლად ნუ დაიჯერებთ, რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" [კვერცხები], „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის.იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს ლაპარაკობს... აღარ გვჯერა იმიტომ,...

პოლიტიკა 1739800689

მაჭარაშვილი
„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“ - გურამ მაჭარაშვილი 

„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და არც არავის დააინტერესებდა“ - გურამ მაჭარაშვილი 

პოლიტიკა 1739800593

ზელენსკი
„საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინამ არაფერი იცოდა, ასეთი მოლაპარაკებებით მიღწეულ შეთანხმებებს არ ვაღიარებთ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი საუდის არაბეთში, კავშირში არაა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებთან, რომელიც სამშაბათს იგეგმება. მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იყო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1739800408