„უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დადგომის პარალელურად, საბოტაჟის სამარცხვინო და გამოგონილი საქმე დაჩქარდა - 25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით "უცაბედად" 11 ივნისს გადმოინიშნა“ - გვარამია
სოცმედია • 1780747577
"საინტერესოა ხომ, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დადგომის და მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად, საბოტაჟის სამარცხვინო და გამოგონილი საქმე, სადაც ლამის მთელი ქართული პოლიტიკური ლიდერშიპი სამართლდება, რომ დაჩქარდა? 25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით "უცაბედად" 11 ივნისს გადმოინიშნა. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც პროცესები უსასრულოდ იწელება, მით უმეტეს, ზაფხულში. და ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოლაპარაკების მთავარ ნაწილად ადამიანის უფლებების პრობლემას მიიჩნევს და მნიშვნელოვან წილად სწორედ ამაზე "ჰკიდია" უვიზო მიმოსვლის ბედი.ახლა თქვენ თავად გადაწყვიტეთ, სინამდვილეში, რა უნდა და რას აპირებს ქართული ოცნება." | წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია
5 ივნისს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების თაობაზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...
პოლიტიკა • 1784286900
ულტრაბგერითი თერაპია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მისი მოქმედება ეფუძნება მაღალი სიხში...
საზოგადოება • 1784286000
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014












