"ვაი, თქვე უტვინოებო" - მერაბ ტურავას პასუხი KriPoz-ის საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოღებაზე
სოცმედია • 1762749345
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოღების შესახებ.
ტურავამ სოცაილურ ქსელში კომენტარით უპასუხა საოქალაქო აქტივისტ ელენე ქაიხოსროსვილის მიერ გაზიარებულ პოსტს.
"ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა, იმის გამო, რომ ამ ეტაპზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ განწესებული იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, რაც შეუსაბამო იყო ამ ჟურნალის აკადემიურ დამოუკიდებლობასთან. ამის შესახებ იყო წინასწარი წერილობითი მიმოწერა ჩემს კოლეგებთან და შეთანხმება. ტყუილად ნუ გიხარიათ და ავრცელებთ ცრუ ინფორმაციებს" - წერს ტურავა.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს.
ჟურნალის უახლეს გამოცემაში, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა, ტურავა რედაქტორების სიაში არის შეყვანილი, თუმცა ამჟამად ვებგვერდზე ის სიიდან არის ამოშლილი.
ცნობა პირველად მედია Tiflisi24-მა გაავრცელა.
"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!
რელიგია • 1775937165
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღ...
რელიგია • 1775936306
11 აპრილს, 15 საათსა და 14 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...
რელიგია • 1775906838
დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს... დღეს ეშმაკებმა, ნ...
საზოგადოება • 1775802679
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალში ეხვევა. გამომძიებელი ჟურნალისტების ერთობლივმა ჯგუფმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სერგეი ლავროვის სატელე...
მსოფლიო • 1775754397
"სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან და მის წინააღმდეგ. [...] ყაზახეთი გასული წლის აგვისტოდან ღიად გამოხატავს „ტრამპის მარშრუტით“ დაინტერესებას, თუმცა ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანა არ...
მსოფლიო • 1775754061











