"ვფიქრობდი უბედურო დეა, ეს ყოფილა შენი ბედი, ვისთან ერთად კვდები" - რა შეემთხვა დეა მამისეიშვილს

სოცმედია 1700509500

დეა მამისეიშვილი

"ერთი კვირის წინ სტრასბურგიდან ვბრუნდებოდი თბილისში. თვითმფრინავში ჩავსხედით, დავიკავეთ ადგილები და წინ ვხედავ ნაცნობ სილუეტს, როგორ მიახლოვდება. მიყურებს, ვუყურებ, უცებ ვიცანი – დიმიტრი გვრიტიშვილი – კლანის მოსამართლე. ერთ რეისზე ვართ, თურმე. 

დაიწყო ფრენა, საქართველოს საჰაერო სივრცეში დროულად შემოვედით, მაგრამ აქ საშინელი ქარი დაგვხვდა, თვითმფრინავმა 4 წრე იტრიალა, ვერ ჯდებოდა და მოკლედ, ყველა ძალიან დავიზაფრეთ, ზოგმა ხელები ჩაკიდა ერთმანეთს, ზოგი ლოცულობს, ზოგი ტირის – ნუ, გვეშინია რა… არ ვიცით დავჯდებით თუ არა, დავფრინავთ წრეზე და ვჯაყჯაყებთ საშინლად.

ხალხი ამ დროს მარტო იმაზე ფიქრობს, მალე დავსხდეთ და სახლში მშვიდობით მივიდეთ და საერთოდ ცოცხლები გადავრჩეთ.

ამ დროს მე ვზივარ და გულში ვფიქრობ: უბედურო დეა, ეს ყოფილა შენი ბედი, ვისთან ერთად კვდები, კლანის წევრ გვრიტიშვილთან ერთად-მეთქი. წამში წარმოვიდგინე, ტელევიზორში რომ ერთად გვაცხადებენ და საშინლად გავბრაზდი. ამ განსაცდელში ვიყავი 20-25 წუთი, მაგრამ, როგორც ხედავთ, ღმერთმა ასე არ გამწირა, სხვა გეგმა ჰქონია”.

– წერს ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდუ
ვიდეო - “ბუდუ არის სისტემისთვის ძალიან დიდი საფრთხე”

ჟურნალისტი, ირაკლი წულაია: ბუდუ არის დღეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასული სისტემისთვის ძალიან დიდი საფრთხე, ის ვერანაირმა ზეწოლამ ვერ გააჩერა და თქვა თავის სათქმელი, რითიც იქცა უბრალო მოკვდავებისთვის...

სოცმედია 1719250303

ცორნე კვარა მამარდა
,,ბალაგანია?! თუ მეფის შვილისთვის ყველაფერი შეიძლება?” – მერაბ მეტრველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ცოტნე ივანიშვილის კვარაცხელიასთან და მამარდაშვილთან გადაღებულ ფოტოს ასე ეხმაურება:ფედერაციამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვას, როგორ მოხვდა შეკრებაზე უცხო ადამიანი? ბალ...

სოცმედია 1719250147

ბორელი
"შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის" - ბორელი

"შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის", - ამის სესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს...

პოლიტიკა 1719249988

ოხანაშვილი
"რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა? ასეთი ინფორმაცია არ მაქვს - გამოვიდნენ და თქვან, თუ დამასანქცირეს" - ანრი ოხანაშვილი

"რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა? ასეთი ინფორმაცია არ მაქვს - გამოვიდნენ და თქვან, თუ დამასანქცირეს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ანრი ოხანაშვილი "მთავარი არხის"...

პოლიტიკა 1719249896

ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა შეხვედრა გამართეს
ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე შეხვედრა გამართეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე იმსჯე...

საზოგადოება 1719240184

უილიამ კორტნი
"ოცნებამ" დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს EU-ს წევრობას" - კორტნი

"ქართულმა ოცნებამ" დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი X-ზე წერს. "ქართულმა ოცნე...

პოლიტიკა 1719238874