ვიდეო: „ჩვენი საუბარი ჩავიწერე“ - არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისა და „იმედის“ ჟურნალისტის სატელეფონო საუბარი

სოცმედია 1760249543

დოროთე

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი:

ტელევიზია „იმედი” დიდი ხანია, დამდევს, რათა ინტერვიუ აეღო; მოდიოდნენ ტაძარში, სადაც ეუბნებოდნენ, როდის ვიქნებოდი მსახურებაზე. მათ არ მოისურვეს მაშინ მოსვლა, როცა ტაძარში ხალხია. როგორც ჩანს, სახელმწიფო სამსახურების დახმარებით გაარკვიეს ჩემი ბინის მისამართი, სადაც ჩაწერილი ვარ და სადაც ცხოვრობს ჩემი მძიმედ ავადმყოფი 90 წლის დედა, მონაზონი ეფემია.
ამ ბინაში დღეს დილით მისულ „იმედის” ჟურნალისტს უთხრეს, რომ ვცხოვრობ არა იქ, არამედ სამების მამათა მონასტერში. ამაზე „იმედის” ჟურნალისტის პასუხი იყო: რა, მონასტერში წავიდა? ეს პასუხი ადასტურებს პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფაილს, სადაც თითქოს მე ვამბობ, რომ მონასტერში ვაპირებ წასვლას.
ეს სიტყვები, რომ მონასტერში ვაპირებ წასვლას, ბოლოს ვთქვი 2000 წლის დასაწყისში, რადგან 2000 წლიდან მონასტერში ვცხოვრობ და, ვინც მონასტერში ცხოვრობს, შეუძლებელია, მონასტერში მიდიოდეს.
დღეს, როგორც კი „იმედის” ჟურნალისტმა გაიგო, რომ ვცხოვრობ და ვიმყოფები სამების მონასტერში, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, სამებაში არ მოვიდა, არამედ მოვიდა ქვემო ბეთლემის ტაძარში და დამიკავშირდა ტელეფონით.
რადგანაც ვიცოდი და ვიცი, თუ რამდენად ბინძურ პროპაგანდას და ცილისწამებას ეწევიან ჩემს წინააღმდეგ, და არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენი საუბარი ჩავიწერე; ისინი ხომ გამოცდილები არიან ინტერვიუს დაჭრაში და სათავისოდ გამოყენებაში.
მინდა, დავგმო მათი ქმედება და ვუთხრა სახელმწიფო სამსახურებს, რომ ჩემი მონაცემები არ გადასცენ თავიანთ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, რადგან მათი მოქმედებით ჩემს დედას, რომლის ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაშია, დიდი საფრთხე შეექმნა და არ განმეორდეს ახობაძის დედის მაგალითი.
მე ოფიციალურად ვიმყოფები სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტერში, წირვა-ლოცვას ვატარებ ქვემო ბეთლემის ტაძარში და, თუ ტელევიზიებს მოუნდებათ ჩემთან შეხვედრა, შეუძლიათ იქ მობრძანდნენ.
P. S. ვიდეოს უხარისხობის გამო ბოდიშს გიხდით მაყურებელს.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ ცუხიშვილი
გზა დიდი ფეხბურთისკენ გერმანიაში - 18 წლის ქართველის, მერაბ ცუხიშვილის სპორტული კარიერა ევროპაში

დღეს, 12 აგვისტოს, გერმანიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მერაბ ცუხიშვილი 18 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი, ცენტრალური მცველი, კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის — ის პირველი პრ...

სპორტი 1786479000

ზოდიაქო
12 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი აქტიური აზროვნების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების ენერგიას ატარებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ინფორმაციის სწორად...

ეს საინტერესოა 1786478460

ლიზი მოისწრაფიშვილი
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, ლიზი მოისწრაფიშვილია

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ლიზი მოისწრაფიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელე...

საზოგადოება 1786476812

შავი სია
2026 წლის ივნისის მონაცემებით, მოვალეთა ე.წ "შავ სიაში" 373 561 პირია

„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეორე მოქალაქე ვალშია: საფინანსო სექტორის სესხით ქვეყნის 1.99 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786456397

ალკობლოკირება
ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს - მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნუ...

საზოგადოება 1786454728

საქბანკი
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს? თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786451759