"ვრწმუნდები, რომ 100%-იანი იყო ეს კაცი!“ - რას იხსენებს ნიკო მიქაია

სოცმედია 1663964381

ნიკო მიქაია

ანალიტიკოსი, ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში ერთ ისტორიას იხსენებს.

„წლების წინ ერთი ებრაელი კაცი გავიცანი სამსახურში! დრო გვქონდა და ვილაპარაკეთ ცოტა! მაშინ მან ასეთი სიტყვები მითხრა:

საქართველო, რომ ჩვენი მიწა იყოს, ამაზე მაგარი სახელმწიფო ცოტა იქნებოდა მსოფლიოშიო!

გავბრაზდი მე და შევუღრინე, რატომ ამბობ მაგასთქო?

შენ ახლა ახალგაზრდა ხარ და შეიძლება ცოტა გაბრაზდი, მაგრამ დრო მოვა და მიხვდები, რომ მართალი ვარო! ღმერთმა ყველაფერი მოგცათ, საოცრად მდიდარი მიწა, საოცარი გეოგრაფია და დიდი რესურსები, კულტურა გაქვთ უმაღლესი, ნიჭიერი ხალხი ხართ ძალიან, მაგრამ ვერ ცხოვრობთ მაინც ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეთ! რატომ ხდება ასე შენი აზრითო?

რუსეთი გვყავს გვერდით მტერი, რომელიც არ გვაძლევს განვითარების საშუალებას-მეთქი-ისევ გაბრაზებულმა ვუპასუხე მე.

არა ნიკა! ეგეც თქვენი მთავარი პრობლემაა, რომ ყველაფერს სხვას აბრალებთ და საკუთარ ნაკლს ვერ ხედავთო! თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა და ნაკლი კი ის არის, რომ ერთმანეთი არ გიყვართ და ვერ იტანთო! სულ ცოტა ხნით ახერხებთ გაერთიანებას და მერე მშიერი მგლებივით ჭამთ ერთმანეთსო!

გავბრაზდი მაშინ ძალიან და აღარ გავუგრძელე ლაპარაკი!

ჰოდა აგერ თითქმის 11 წლის მერე ვრწმუნდები, რომ 100%-იანი იყო ეს კაცი! ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გვძულს და ამიტომაც ვართ იქ, სადც ვართ სამწუხაროდ! ყველამ ვიცით, რომ უკეთესი საქართველო გვინდა და ელემენტერალურად ვერ შევთანხმდით ვერასოდეს იმაზე, რომ კარგი სახელმწიფო ავაშენოთ!

ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ ასეა ნამდვილად!“

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალების მარში
"არა რუსულ კანონს" - თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში დაიწყო

თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში იმართება - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. "არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ეს არის ასობით იმ აქტივისტი ქალის  მთავარი სათქმელი, ვინც დღეს ქუჩაში გასვლა გადაწ...

პოლიტიკა 1713620758

კოკო როინიშვილი
"ოცნებამ" შავი ნაჭერი აიფარა სახეზე და არ უნდათ, რაიმე დაინახონ“ - კოკო როინიშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების მწვავე პროტესტი არ წყდება - ამჯერად "ოცნების" ინიციატივას კოკო როინიშვილი ემიჯნება. "შავი ნაჭერი აიფარეს თვალებზე და არ უნდათ, რომ რაიმე დაინახონ" - აღნიშნავს მსა...

პოლიტიკა 1713619992

მდინარაძე
"ქართულ იდენტობას ებრძვის" - მამუკა მდინარაძე გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების მიერ დადებულ ფიცზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი ქართულ იდენტობას ებრძვის. მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ტექსტი, რომელიც გმირთა მემორიალთან შეკრებილმა აქციის...

პოლიტიკა 1713619863

ორბანი
„დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს“ - ორბანი

დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია ფიდესის მომხრეების შეკრებისას განაცხადა. ამასთან, უნგრეთის პრემიერი ამ...

მსოფლიო 1713619771

ნატალია ყიფშიძე
„დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ“ - ნატალია ყიფშიძე

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ - ნატალია ყიფშიძექალების მარშს, რომელიც სტარტს, დღეს 5 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს, მსახიობი ნატალია ყ...

საზოგადოება 1713618530

ოფშორი ივანიშვილი
როგორ უადვილებს ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს ევროპული რეგულაციებსა და სანქციებიდან გაქცევას - დეტალები

 "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს. ორგანიზაცია ამბობს,  აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი...

პოლიტიკა 1713617438