„ყოველ ჩასუნთქვას ვაყურადებთ... ზუსტად ისე ვუვლით, როგორც ჩვილს, ზოგჯერ მეტადაც იმიტომ, რომ...“ - ანა ჯაბაური

სოცმედია 1685068225    290

ცოტნე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური:

“ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ოპერაციების დროს. არ დანებდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებებსაც.
მეოთხე წელია იბრძვის სიცოცხლისთვის. ვიბრძვით ჩვენც. ყოველ ჩასუნთქვას ვაყურადებთ, მილიმეტრ წინსვლას ოჯახურ ზეიმად ვაქცევთ, კვლევის პასუხებს გულგახეთქილი ველით, ყველა კაპიკს მისთვის ვზოგავთ… ზუსტად ისე ვუვლით, როგორც ჩვილს, ზოგჯერ მეტადაც. იმიტომ რომ ვიცით – ერთი წუთით მოდუნებაც ხელიდან გამოგვაცლის.

გადის წლები. გვეხმარება სახელმწიფო, დაგვეხმარა ქართუ ფონდი. დაიხარჯა მილიონები. ყველაფერს აქვს საზღვარი და ლიმიტი. მხოლოდ ჩვენს ბრძოლას ვერ ექნება ვერცერთი, ძალიან მინდა ვთქვა: ბრძოლას ცოტნეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, ფეხზე დაყენებისთვის…და დავამთავრო. 

 


მაგრამ ვაგრძელებ: ბრძოლას სასამართლოებში, ბრძოლას პროკურატურებში, ბრძოლას ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად, ბრძოლას ცოტნეს კუთვნილი თანხებისთვის, ბრძოლას ცოტნეს ღირსებისთვისაც კი, და, რაც მთავარია, სარეაბილიტაციო პროექტებისთვის, რომელთა სრულყოფილად განხორციელების გარეშე ცოტნეს ხვალინდელი დღე სათუოა.

და, რომელთა გამუდმებული დაბლოკვა ხდება. გამუდმებული, მიზანმიმართული და ყოველმხრივი…

გამსახურდიების ტრაგიკული ბედი.ამაზეა ლაპარაკი ქვემოთაც…”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტურისტი
ნახეთ ვიდეო - შალახოზე აცეკვებული ირანელი ტურისტი

გესტ ჰაუსი „ლელიანი“, რომელიც სოფელ მუხრანში მდებარეობს, ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ კმაყოფილი ირანელი ტურისტი შალახოს ცეკვავს 

სოცმედია 1701356482

პოსტრდია
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია „პოსტრედმა“ ახალი  ბრენდინგითა  და  მკაფიოდ გამოხატული  იდენტობით  ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა

2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353984

სტარტაფ
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353691

ლავროვი
"2008 წელს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა" - ლავროვი ეუთოს სამიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.   აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...

მსოფლიო 1701351019

ევრო დოლარი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701350921

ხაბეიშვილი
„გადადგეს ხაბეიშვილი, პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“ – ენმ-ის თბილისის ორგანიზაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...

პოლიტიკა 1701350729