„ყველა ხვრელიდან შემომიძვრა და რადგან მეც მეხება, ესაა რაზეც შემიძლია დავიგინო და დავიფიცო ყველაფერი“ - ზურა გირჩი ჯაფარიძე

სოცმედია 1780646371

ჯაფარიძე

ზურა გირჩი ჯაფარიძე სოცქსელში წერს:

წლებია ნულ ყურადღებას ვუთმობ ასეთ რაღაცეებს, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა რომ ყველა ხვრელიდან შემომიძვრა და რადგან მეც მეხება, ესაა რაზეც შემიძლია დავიგინო და დავიფიცო ყველაფერი1. მე ვესწრებოდი კოალიციის ლიდერშიპის ყველა თუ არა შეხვედრების აბსოლუტურ უმრავლესობას და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა რომ ვინმეს ოდესმე გაეჟღერებინოს იდეა - ‘ნაცების მხარდამჭერები მოვატყუოთ თითქოს ჩვენც მიშას პარტია ვართ’2. მე დავსწრებივარ კოალიციის მინიმუმ 2-3 შეხვედრას მაინც, დასაწყისში, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა (ანუ იმის საპირისპირო რასაც აბრალებენ კოალიციას)3. ყველა ჩვენი კვლევა აჩვენებდა რომ კოალიციის მხარდამჭერების 1/3 იყვნენ ‘არც ნაცი/არც ქოცი’ მოქალაქეები. შეიძლება პროპორცია მეშლებოდეს, მაგრამ ზუსტად მახსოვს რომ მნიშვნელოვანი წილი იყო (არ მჯეროდა სანამ რამდენჯერმე არ მანახეს და ამიტომ დამამახსოვრდა). მათთვის თქმა რომ ჩვენ და 5 ერთი ვართ, ნიშნავდა სეპუკუს გაკეთებას4. მე ვიარე მელიასთან და ლაკასთან ერთად რეგიონების დიდ ნაწილში. ნუ, ალბათ იმის მესამედი მაინც რაც მელიამ იარა. ჩვენ გვქონდა უამრავი შეხვედრები, როგორც ღია სივრცეში, ისე დახურულში. ყველგან იყო უამრავი კამერა და მობილური. არ არსებობს არცერთი ჩანაწერი, სადაც ან მე, ან მელია, ან ლაკა, ან ვინმე სხვა კოალიციიდან შეხვედრაზე მოსულ ადამიანებს ეუბნებოდეს, თუნდაც მინიშნებით, რომ ჩვენ და 5 ნომერი ერთნი ვართ. საპირისპირო არსებობს5. ჩვენ გვქონდა 3 დიდი შეხვედრა სამ დიდ ქალაქში, სადაც იყო სიტყვით გამოსვლები, ჯამში ალბათ 30 მაინც. ვერავინ ნახავს ვერცერთ გამოსვლაში თუნდაც ირიბ მინიშნებას მაინც იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ და 5 ნომერი ვართ ერთი. საპირისპიროს კი6. მე მაშინ ვიყავი დიდი ერთობის და ერთიანი სიის მხარდამჭერი (ახლაც იგივე აზრზე ვარ) და არ მომწონდა (რბილად რომ ვთქვა) პარტიებს/კოალიციებს შორის დაპირისპირება (არც ახლა მომწონს). ამ ხედვის ერთერთი საწინააღმდეგო არგუმენტი რასაც კოალიციაში მისახელებდნენ, იყო ის რომ ადგილზე 4-იანის და 5-იანის პარტიული ხალხი ისე იყვნენ დაპირისპირებული რომ მათი ერთად მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა. მე ეს არ მჯეროდა, თუმცა მერე საკუთარი თვალით ვნახე რამდენიმე რაიონში რა ხდებოდა (არა ყველგან ცხადია). იმ რაიონებში საუბარი იმაზე რომ 4-იანის ხალხი დადიოდა და ხალხს ეუბნებოდა იგივე 5-იანი ვართო, უბრალოდ სასაცილოს მიღმაა7. საზღვარგარეთი იყო ერთადერთი ადგილი სადაც ჩვენი ხალხი ემიგრანტებს ეუბნებოდნენ რომ საერთო საქმეს აკეთებდნენ როდესაც მათ ეხმარებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში ან ხელმოწერების შეგროვებაში. ამას ეუბნებოდნენ როგორც ენმ-ს ისე ლელოს და გახარიას მხარდამჭერებს. იქ ჩვენ მხარდამჭერებს არ ვაგროვებდით. ვეხმარებოდით ემიგრანტებს რომ მოეთხოვათ დამატებითი უბნების გახსნა. და ეს იყო საერთო საქმე, რომელიც მათ შორის კეთდებოდა ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან და ლელოსთან კოორდინაციაშინიშნავს თუ არა ეს რომ არსად, არასდროს 4-იანის რომელიმე კოორდინატორს არ უთქვამს რომელიმე ენმ-ს მხარდამჭერისთვის რომ 4-იანი და 5-იანი ერთია? არა, არ ნიშნავსმაგრამ ეს 100%-ით ნიშნავს რომ ეს არ ყოფილა 4-იანის სტრატეგია. პირიქითდა პირიქით სტრატეგია აღმოჩნდა სწორიუფრო სწორი იქნებოდა ყველა ერთად, ერთიანი სია და ნული კონკურენცია, მაგრამ არ იყო, ვერ ჩამოიტანეს ნაკლების ჩვენება

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014

ელექტროიმპულსური თერაპია
ელექტრო იმპულსური თერაპია – როგორ მოქმედებს ტკივილის შემცირებაზე?

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...

საზოგადოება 1784273697

ზოდიაქო
17 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...

ეს საინტერესოა 1784234560