"ყველას, ვინც ნახა და მოეწონა ან არ მოეწონა „იარე ლიზა“ - ნანა ჯანელიძე ფილმზე 

სოცმედია 1695914986    421

ნანა ჯანელიძე

"ყველას, ვინც ნახა და მოეწონა, ან არ მოეწონა „იარე ლიზა“ - რეჟისორი ნანა ჯანელიძე ფილმის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით პასუხობს.

ნანა ჯანელიძე წერს, რომ ფილმის მიზანი მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძებაა.

რეჟისორი ამბობს, რომ აუცილებელია მომხდარის გაანალიზება.

მისი თქმით, არ უნდა შევუშინდეთ საკუთარ შეცდომებს, საკუთარი თავის შეფასებას, პირველი ნაბიჯის გადადგმას და ბოდიშის მოხდას.

ყველას, ვინც ნახა და მოეწონა, ან არ მოეწონა „იარე ლიზა“:ფილმზე მუშაობისას ვფიქრობდი, რომ „იარე ლიზა“ კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, ხმაურს გამოიწვევდა. სწორედ ეს არის ამ ფილმის მისია - მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძება, ფიქრი, კამათი და გამოსავლის ერთად(!) ძიება. 30 წელი გავიდა და უზარმაზარი დუმილის და უნდობლობის კედელი აღიმართა ჩვენსა და აფხაზებს  შორის.თანდათან გახუნდა ბანერები “გახსოვდეს აფხაზეთი“.სცენარზე მუშაობისას ჩვენი მოგზაურობა წარსულში ძალიან მტკივნეული იყო: გმირობა და ღალატი, პატრიოტიზმი და დანაშაული - ორივე მხრიდან...  ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში...მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია მომხდარის გაანალიზება და არ უნდა შევუშინდეთ საკუთარ შეცდომებს, საკუთარი თავის შეფასებას, პირველი ნაბიჯის გადადგმას და ბოდიშის მოხდას. სხვანაირად ჩვენ, როგორც ერი, ქვეყანა, სახელმწიფო ვერ განვაგრძობთ ცხოვრებას, ეს დუმილი უკან დაგვწევს, წინსვლის საშუალებას არ მოგვცემს... ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ და მაშინ შეიძლება აფხაზებსაც ეყოთ გამბედაობა, თავისი თქვან.„იარე ლიზამ“ ახალი სიმძაფრე შესძინა აფხაზეთის თემას - აღმოჩნდა, რომ ის ყველას აწუხებს, თუმცა რეალური გააზრება, გეგმა ამ თემის გადაწყვეტისა არავის აქვს: არც ხელოვანს, არც პოლიტიკოსს.2011 წელს დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა და პარალელურად ფინანსების მოძიება. ასე ეტაპობრივად ფინანსდებოდა ეს პროექტი 2021 წლამდე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც გვერდში ამომიდგა. მგონია, ფილმის მთავარი იდეა სწორედ ეს არის: გვერდზე გადავდოთ ჩვენი ეგო, გავიაზროთ ჩვენ ჩვენი ტკივილები, შევაფასოთ და ერთად დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევხვდეთ აფხაზებს, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში ნათესაობა და პატივისცემა გვაკავშირებდა. რუსეთიც ხომ უკვე ალბათ მალე დატოვებს აქაურობას...". -წერს ნანა ჯანელიძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პუტინი
პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. როგორც სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" წერს, ის მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის ლიდერთან, მუჰამედ ალ ნაჰიანთა...

მსოფლიო 1701862316

ოთარ ფარცხალაძე
მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა? - თურნავა შეკითხვას არ პასუხობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტზე ფრაქცია "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა, მოახერ...

კრიმინალი 1701860914

პოლონეთის პოლიცია
პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგონას გატაცების ბრალდებით დააკავეს - გატაცებული, სავარაუდოდ, ქართველია

პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის გოგონას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. გატაცებულიც სავარაუდოდ ქართველია, რადგან პოლიციას მომხდარ...

კრიმინალი 1701860730

ამინდი
6-9 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს: 10 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდ...

საზოგადოება 1701860617

პოლიცია
ბათუმში ღამით ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, გვიან ღამით, "მაჭახელას" მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაჭრეს - ინფორმაციას TV25 ავრცელებს და წერს, რომ დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. TV25-ის თქმით, მათ კლინიკა მალევე დ...

კრიმინალი 1701860083

ენმ
საკრებულოების ნაწილში შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციები აღარ იყოს

ზუგდიდის, ჭიათურისა და ბათუმის საკრებულოებში შესაძლოა ფრაქცია სახელწოდებით "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ აღარ იყოს. მას შემდეგ რაც ამ რეგიონებში ფრაქციების თავმჯდომარეებმა, მოადგილეებმა და დეპუტატებმ...

პოლიტიკა 1701860017