„ყვირილით ითხოვდა შველას... ვერავინ გაბედა ჩასვლა... კაფიდან გამოვარდა ეს ბიჭი... გზადაგზა იძრობდა ტანსაცმელს...“ - რა მოხდა ლისის ტბაზე და რას წერს ლაშა ბერულავა?

სოცმედია 1782460180

საზოგადოება

ჟურნალისტის ლაშა ბერულავას ფეისბუკპოსტი, რომელიც 23 ივნისს ლისის ტბაზე მომხდარ შემთხვევას ეხება:

„ეს არის ის დიდებული ადამიანი, 23 წლის ტყიბულელი თემო კუბლაშვილი, ვინც 23 ივნისს, ღამით, ლისის ტბაში დახრჩობას გადაარჩინა ბიჭი, რომელიც თავად იმიტომ ჩავიდა წყალში, რომ ბავშვისთვის ამოეტანა ტბაში ჩავარდნილი ბურთი.

ბურთი თხელი აღმოჩნდა და, როგორც ხდება, მისკენ მცურავი ადამიანის სხეულისგან გამოწვეული მცირე ტალღებით უფრო სიღრმისკენ მიიწევდა და შეიტყუა ბურთს დადევნებული ბიჭიც, რომელსაც შუა ტბაში გამოელია ძალა და ყვირილით ითხოვდა შველას, წყალში ჩასვლას კი ვერავინ ბედავდა, სანამ იქვე, კაფიდან არ გამოვარდა ეს ბიჭი. რომელიც გზადაგზა იძრობდა ტანსაცმელს...

გადახტა, კარგა ხანს მიაპობდა წყლის მღვრიე ნაკადს (ლისის ტბის საშუალო სიღრმე 4 მ. ყოფილა, ბოლოს კი თითქმის ჩაძირულ, არაქათგამოცლილ ბიჭს ბურთის თეთრი ზოლებით მიაგნო და რის ვაი-ვაგლახით გამოიყვანა ნაპირზე, მერე კი დიდხანს იჯდა ნაპირზე, ქოშინებდა და და ძალას იკრებდა, თავადაც არაქათგამოცლილი...

იქვე, "ინტელიგენცია ლისში" მუშაობს მიმტანად, აბა, თქვენ იცით: მადლობის თქმა და თიფის დატოვება არ დაგავიწყდეთ“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014

ელექტროიმპულსური თერაპია
ელექტრო იმპულსური თერაპია – როგორ მოქმედებს ტკივილის შემცირებაზე?

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...

საზოგადოება 1784273697

ზოდიაქო
17 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...

ეს საინტერესოა 1784234560