"3 დღეა ბრაზილიაში ვართ, აქამდე რატომ არ მოხვედით?" - მესი ბრაზილია-არგენტინის სკანდალურად შეწყვეტილ მატჩზე

სპორტი 1630876808

ბრალილია არგენტინა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ბრაზილიასა და არგენტინას მატჩი  დაწყებიდან 4 წუთის შემდეგ შეწყდა და გაურკვეველი დროით გადაიდო.

თამაშის შეწყვეტის მიზეზი სტადიონზე ბრაზილიის ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (Anvisa) წარმომადგენლებისა და პოლიციის გამოჩენა გახდა. 

სააგენტოს თანამშრომლები ეჭვობენ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელებმა, ემილიანო მარტინესმა, ემილიანო ბუენდიამ (ორივე - "ასტონ ვილა"), ჯოვანი ლო ჩელსომ და კრისტიან რომერომ (ორივე - "ტოტენჰემი") ქვეყნის საზღვარი დარღვევებით გადაკვეთეს.

ბრაზილიაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ყველა ადამიანმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. როგორც Anvisa ამტკიცებს, ზემოაღნიშნულმა მოთამაშეებმა იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში ბრიტანეთს არ სტუმრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, Anvisa-მ პოლიციას სასტუმროში ამ ფეხბურთელების დაკავებისკენ, შემდეგ კი მათი ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდა. თუმცა, სამართალდამცველების გამოჩენისას ოთხივე მათგანი უკვე ავტობუსში ისხდა და სტადიონისკენ მიემართებოდა.

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ მატჩის შეწყვეტის შემდეგ ბრაზილიის ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (Anvisa) წარმომადგენელს მიმართა.

"სამი დღეა ქვეყანაში ვართ, ამ თამაშს ველოდებოდით, აქამდე რატომ არ მოხვედით. მთელი მსოფლიო გვიყურებს", - განაცხადა არგენტინელმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827

გახარია ივანიშვილი
„ერთადერთი გამოსავალი დარჩა“ - გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს

"ივანიშვილს აქვს შესაძლებლობა, გამოასწოროს ის ფატალური შეცდომები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაუშვა", - ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. პარტია "საქართველ...

პოლიტიკა 1713593660

კობახიძე-გახარია
„20 ივნისის ტრაგიკული საათების მიზეზი ეს ვაჟბატონი (კობახიძე) იყო“ - გიორგი გახარია "ოცნებას" "ენაზე კბილის დაჭერას" ურჩევს

"ენას კბილი დააჭირეთ"- ასე მიმართა ექსპრემიერმა "ქართული ოცნების" ბოსებს, რომლებიც გიორგი გახარიას 20 ივნისის ღამეს ახსენებენ.   "მთავარი მიზეზი 20 ივნისის ტრაგიკული საათების ეს ვაჟბატონი იყო" - ამბობ...

პოლიტიკა 1713592923

 კაია კალასის
"როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც EU-სთან დააახლოებს და არა დააშორებს" - კალასი

 "როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს," - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალას X-ზე წერს და ამბობს, რომ...

პოლიტიკა 1713592833

ამინდი
ნახეთ, როგორი ამინდი იქნება დღეს და ხვალ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერ...

საზოგადოება 1713592739