„აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას“ - ლევან კობიაშვილი ხაშურის სტადიონზე მომხდარ ცემა-ტყეპაზე

სპორტი 1655369864    103

ლევან კობიაშვილი

ხაშურში მომხდარ უსიამოვნო ფაქტს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ეხმაურება და სამწუხაროს და გაუმართლებელს უწოდებს.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა.

მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი.

არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ!
15 ივნისის ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.“ - აცხადებს კობიაშვილი.

ცნობისთვის, ხაშურის ცენტრალურ სტადიონზე, ხაშურის „ივერიასა“ და თბილისის „გლდანს“  შორის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა, რა დროსაც უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. მოედანზე ფეხბურთელებს შორის გაურკვევლობა წარმოიშვა, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

მოთამაშეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ეს ყველაფერი გულშემატკივრებმა ვერ მოითმინეს და მინდორზე შეცვივდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი, თუმცა არსებული ინფორმაციით, საბოლოოდ სიტუაცია დასტაბილურდა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კვარაცხელია
15 აგვისტოს ხვიჩა კვარაცხელია, სერია A-ს პირველ ტურში, "ნაპოლის" შემადგენლობაში, პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს

15 აგვისტოს, იტალიის სერია A-ს პირველ ტურში, ნაპოლი სტუმრად ვერონას შეხვდება. ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი იქნება იტალიის ჩემპიონატში. მის თამაშ...

სპორტი 1660513085

ბიჭს
8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. დ...

შემთხვევა 1660508280

გაპარვა
მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა

მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.  "პრობლემის გარეშე მინდა სულ ერთი დღე… მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან (ალგ...

საზოგადოება 1660506867

პოლიცია
დახმარებას ითხოვდა და არცერთი მეზობელი არ მიშველებია - რას ჰყვებიან მეზობლები შვილის მიერ მოკლულ 34 წლის ქალზე

რო­გორც ირ­კვე­ვა, 17 წლის მო­ზარ­დი, რო­მელ­საც ბრა­ლად დე­დის, 34 წლის ჟანა ხა­ლი­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა ედე­ბა, გარ­და­ბან­ში მცხოვ­რე­ბი ნო­რუს ხა­ლი­ლო­ვია. მთავარი არხის ინფორმაციით, გა­მო­ძი­ე­ბის...

კრიმინალი 1660505880

მსოფლიოს მოსახლეობა
პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ინფორმაციას Countrymeters-ის სერვისის მონაცემები ადასტურებს, რომელიც პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას რეალურ დროში ითვლის. მისივე მონაცემებით, დედ...

ეს საინტერესოა 1660505671

ასტროპროგნოზი
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. დროა, საკუთარი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მიიღოთ. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ,...

ეს საინტერესოა 1660505460