„ჩეხეთთან თამაში იოლი არ იქნება... შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, ახალი ენერგია ხანდახან საჭიროა“ - ვილი სანიოლი

სპორტი 1719022740

ვილი სანიოლი

"ჩეხეთთან თამაში იოლი არ იქნება... შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სანიოლი ამბობს, რომ ქართველმა სპორტსმენებმა ჩეხი ფეხბურთელების როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები კარგად იციან, თუმცა მწვრთნელის თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი "დისციპლინირებულად მოქმედებაა".

სანიოლის ინფორმაციით, მიღებული ტრამვის გამო ოთარ კიტეიშვილი ჩეხეთთან წინააღმდეთ თამაშსაც გამოტოვებს.

თურქეთთან განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა იყო და საინტერესო თამაში ვაჩვენეთ. გუნდმა ენერგია აღიდგინა, მხოლოდ კიტეიშვილი გვაკლია. ეს მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან ჩეხეთი სხვა სტილის მქონე, გამოცდილი გუნდია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მათთან თამაში იოლი არ იქნება.

თურქეთთან ორიენტირებული საკუთარ თამაშზე ვიყავით და არა მეტოქეზე, ახლაც ასეა. მეტოქეებს ვაკვირდებით, ანალიზს ვაკეთებთ. ბევრი რამ ვიცით ჩეხეთზე, მათი პლუს-მინუსები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. საქართველოს ნაკრების პრობლემა არა მეტოქე, არამედ დისციპლინირებულად მოქმედებაა. თუ ამას ვაკეთებთ, მაშინ ყველაფერი კარგადაა.

შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ახალი ენერგია ხანდახან საჭიროა. ევროპის ჩემპიონატი განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ, რათა მომავალში უკეთესები გავხდეთ. ამიტომ, 11 ფეხბურთელზე დაყრდნობა კარგი არაა.

მხოლოდ შედეგზე არ ვართ ორიენტირებულნი. მნიშვნელოვანია, გააანალიზო შენი თამაში, ნახო, რა გამოგდის და რა – არა. ცხადია, გულისწყვეტა იყო, როდესაც თურქეთთან წავაგეთ, მაგრამ აქედანაც ვისწავლეთ, ნაბიჯი წინ გადავდგით.

მამარდაშვილს ჰქონდა უფლება, მეტოქის საჯარიმოში ჩასულიყო, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ იყო 1:2-ს წავაგებდით თუ 1:3-ს. რა თქმა უნდა, ეს იყო რისკი, მაგრამ შეიძლებოდა, გოლი გაგვეტანა. ფეხბურთში მთავარი ბალანსია, თუ კარგად შეტევა გინდა, თავიც უნდა დაიცვა“, – განაცხადა სანიოლმა.შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიგა მაქარაშვილი
„ქოცობა ქვია ამას და სანამ მოგკლავს, ნელა გალპობს, სუნი აგდის, ყარხარ“ - გიგა მაქარაშვილი სტადიონაზე მომხდარზე

გიგა მაქარაშვილი სოცქსელში წერს: დედამოტყნული რუსები გვყოლია ამავე სტადიონზე. ჰიმნზე დაგვისტვენია, პუტინ ხუილო გვიძახია… მაგრამ ქართველ ქომაგს არ გაუწევია სტუმარი გულშემატკივარისკენ!ქოცობა ქვია ამას დ...

სოცმედია 1742788485

მეგი გოცირიძე
„ძირს კრემლის ამონარწყევი ოცნება“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოცქსელში წერს: ქართველ ქომაგშიაც რომ განხეთქილება შეეტანა, რომელზეც ძალიან გაბრაზებულია უდავი, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა სტადიონზე...ეს ანაკონდა არის სატანას ფეხის მკვნ...

სოცმედია 1742787568

სტადიონზე შევარდნა
ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ

ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ  

საზოგადოება 1742786788

ბექა კობახიძე
„იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მისცა... ქოცობა არის მდუღარე ნეხვი. ახლა არ დამიწყოთ რა შუაშია ქოცობაო. თავშია“ - ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე: სტუმრად ჩავედით, 3:0 მოვუგეთ, ერთი კენჭი არავის უსვრია. ჩამოვიდნენ, 6:1 მოვუგეთ და დაალეწეს ბოთლები თავზე.ამავე დროს, იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მი...

სოცმედია 1742786496

ვიკა ბუკია
„ქოცობა კიბოა“ - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ქოცობა კიბოა და მეტასტაზები მატჩის შემდეგ სტადიონსაც მოედო დღეს. ყველაფერს მოედება თუ ამათ არ მოვიშორებთ დროზე. ქოცებმა არც სტუმართმოყვარეობა იციან და არც სამშობლოს სიყვარული. ა...

სოცმედია 1742786333

ხაბეიშვილი ლევანა
„ეს გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკურ მდგენელთან ერთად“ - ლევან ხაბეიშვილი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც ენმ-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა იაგო ხვიჩიას პოდკასტშ...

პოლიტიკა 1742786252