“დაბრკოლებები თან სდევს ადამიანს, თუმცა მათი გადალახვით ერთი ნაბიჯით მივიწევთ წინ”- ინტერვიუ წყალბურთის ახალგაზრდა მწვრთნელთან

სპორტი 1473967140

სპორტი

წყალბურთი -

 

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გახლავთ გივი სულაძე, რომელიც პროფესიონალი ახალგზარდა მწვრთნელია. მას მართლაც დიდი წვლილი შეაქვს ქართველი ახალგაზრდების განვითარებასა და სპორტის დაინტერესების საკითხში.

 

წყალბურთს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რამ განაპირობა თქვენი ამ სპორტისადმი ასეთი მიდრეკილება?

პირველ რიგში, წყალბურთი იმ გუნდური სპორტების რიგს მიეკუთვნება, სადაც თანადგომის და კოლექტიური მუშაობის გარეშე ვერაფერს გახდები. სწორედ ამიტომ, წყალბურთი ის სპორტია, რომელიც ქართულ ხასიათში ზის.  ამ სპორტს როგორც ფიზიკური მომზადება, ასევე ინტელექტუალური უნარ-ჩვევები სჭირდება.

 

თქვენი აზრით, რა სარგებელს მოუტანს წყალბურთი ბავშვებს ფიზიკური სიჯანსაღის და თამაშის ცოდნის გარდა?

წყალბურთი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ცხოვრების წესი. წყალბურთი პირველ რიგში მეგობრობას, ერთმანეთის გვერდში დგომას, მეტოქისა და თანაგუნდელების პატივისცემას გვასწავლის.

 

ალბათ, გუნდში არიან ბავშვები, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ. როგორ ამხნევებთ ბავშვს, რომელიც ფიქრობს, რომ მას თამაში არ შეუძლია და არ აქვს საკმარისი ძალა და უნარი?

ასეთი ბავშვებისთვის ვარჯიშების შედარებით გამარტივებულ ფორმებს ვიმუშავებ. მათთვის ძალიან წამახალისებელია შექება, რის შემდეგაც უფრო მეტი მოტივაცია ეძლევათ და უკეთ გამოსდით თამაში.

 

როგორ ფიქრობთ შეგწევთ თუ არა ძალა თქვენი გუნდის ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ და ჩამოაყალიბოთ ისინი ლიდერებად?

 

ძალა რამდენად შემწევს ამას დრო და შედეგი გვიჩვენებს, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და თავდაუზოგავად ვიმუშავებ ბავშვებთან. მწვრთნელს მხოლოდ  წყალბურთელებად ჩამოყალიბების პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მას ევალება მათ კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა. მწვრთელი გუნდისთვის მისაბაძი ადამიანი უნდა იყოს, როგორც პიროვნება, ასევე სპორტსმენი.

 

ალბათ ბევრი დაბრკოლებების გადალახვა გიწევთ, მაგრამ უმკლავდებით სირთულეებს. თქვენი აზრით, რომელია წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზა?

დაბრკოლებები მუდამ თან სდევს ადამიანს, თუმცა მათი გადალახვით კიდევ ერთი ნაბიჯით მივიწევთ წინ. რაც შეეხება წარმატებას, მისი მთავარი და ერთადერთი საწინდარი თავდაუზოგავი შრომა და მონდომებაა.

 

თქვენი რჩევები დამწყებ წყალბურთელებს

იშრომონ თავდაუზოგავად, არ გადაუხვიონ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, იყვნენ უბრალო და თავმდაბალი ადამიანები. მეტს ვერაფერს დავამატებ. ცხოვრება თავად აჩვენებს მათ რაც სჭირდებათ!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178