დაივიწყეთ, 30 წელი რუსეთის ნაკრები ვერსად ითამაშებს, უფსკრულში ვართ - ანდრეი კანჩელსკისი
სპორტი • 1652596140 2606

ცნობილი რუსი ფეხბურთელი, კიევის "დინამოს", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეი კანჩელსკისი უკრაინაში შეჭრის გამო რუსული ფეხბურთის საერთაშორისო ასპარეზობებიდან მოკვეთის ფაქტს აფასებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ გუნდის შეკრებები აღარ გაიმართება, ცნობილი ფეხბურთელი ასე პასუხობს:
"რა საჭიროა, რა აზრი აქვს, რატომ შევკრიბოთ ბიჭები უაზროდ? როცა დაგვრთავენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ნებას, მაშინ შევკრიბოთ ფეხბურთელები.
დაივიწყეთ, 30 წელი რუსეთის ნაკრები ვერსად ითამაშებს. უბედურება მოვიდა. ასე მოხდა.
ჩვენ უბრალოდ მოგვკლეს და გაგვანადგურეს! უფსკრულში ვართ! იცით ასეთი სიტყვა?"
------
ანდრეი კანჩელსკისი - ცნობილი საბჭოთა და რუსი ფეხბურთელი, მწვრთნელი. საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი, თამაშობდა კიევის "დინამოში" (1988-89 წ.წ.), დონეცკის "შახტიორში" (1990-91), "მანჩესტერ იუნაიტედში (1991-95), "ევერტონში" (1995-97); "ფიორენტინაში (1997-98), "გლაზგო რეინჯერსში" (1998-2002), "საუთჰემპტონში" (2002-03 წლები). საფეხბურთო კარიერა 2007 წელს, 38 წლის ასაკში, სამარის "კრილია სოვეტოვში" დაასრულა.

მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ავალდებულებს. მინიმალური მოთხოვნები მოქმედე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657093513

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით სურამში 3 კოტეჯისგან შემდგარი კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა საქართ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657093124

ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხა...
საზოგადოება • 1657093046

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „იცი...
საზოგადოება • 1657092982

დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა - დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის...
საზოგადოება • 1657092849

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით. ბერძნული მედია კი დაკავებულ...
კრიმინალი • 1657092407