"დავაიო" და გაუშვეს ბოთლები“ - დიდი ცემა-ტყეპა ხაშურის სტადიონზე
სპორტი • 1655363730 298

ხელჩართული ჩხუბი ხაშურის სტადიონზე - მატჩის დროს ფეხბურთელს თავში ბოთლი ესროლეს და გონება დაკარგა. სანდრო ხაჩიძე ამ დრომდე ჰოსპიტალიზირებულია.
ინციდენტი ხაშურის "ივერიასა" და გლდანის "გლდანს" შორის, საფეხბურთო მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთს მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სტადიონზე მინის ბოთლი ისროლა, რომელიც სტუმრების მეკარემ აიღო და ტრიბუნისკენ გაისროლა. გასროლილი ბოთლი ხაშურის ივერიას ფეხბურთელს სადრო ხაჩიძეს მოხვდა. ადგილზე სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ და ფეხბურთელების გაშველებას შეეცადნენ.
ხაშურის "ივერიის" მწვრთნელი ირწმუნება, რომ გლდანის ფეხბურთელების და გულშმეტაკივრების მხრიდან მთელი მატჩის განმავლობაში პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
"მიდითო, "დავაიო" და გაუშვეს ბოთლები. ისეთი "პივა" ხაშურში საერთოდ არ მინახავს მე. შუშის ბოთლი იყო და მოხვდა ბავშვს. მსაჯს ესროლა და ამას მოხვდა,- ამბობს მწვრთნელი. მომხდარის გამო, შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციამ ორივე საფეხბურთო კლუბს დისკვალიფიკაცია მისცეს.

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...
პოლიტიკა • 1696267866

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...
კრიმინალი • 1696267694

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...
პოლიტიკა • 1696266481

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....
ბიზნესი & ეკონომიკა • 1696264944

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირ...
საზოგადოება • 1696264651

ძლიერი წვიმა ბათუმში - უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. როგორც რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" წერს, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
საზოგადოება • 1696262986