"ფეხბურთელები დაწნეხეს" vs "რად უნდა კონსტიტუციის დაცვას ვინმეს ზეწოლა?" - გიორგი გველესიანის განცხადებას კახა ზივზივაძე ეხმაურება
სპორტი • 1789896722
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საბა საპანაძესთან ვრცელ ინტერვიუში სპორტისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართებას შეეხო. მან აღნიშნა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთის განუყრელი „მეგობრები არიან“ და მათი გამიჯვნა შეუძლებელია. გველესიანის თქმით, 2024 წლის აპრილში - იმ პერიოდში, როდესაც პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციირებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა და ეროვნული ნაკრების წევრებმა ევროპული კურსის მხარდამჭერი განცხადებები გამოაქვეყნეს - ფეხბურთელები გარკვეული ძალების მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ.
აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის მამა - კახა ზივზივაძე, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა.
გიორგი გველესიანის კომენტარი:
„2024 წლის აპრილში, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს სხვადასხვა ძალებისგან გარკვეული წნეხი ჰქონდათ, რომ მხარდამჭერი პოსტები და განცხადებები დაედოთ სოციალურ ქსელში, უმეტესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და აი, ეს არის აქსიომა.
მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ, ბატონებო, ამის წინააღმდეგი, მაგრამ ვიცით, ეს რას მოუტანს ჩვენს ეკონომიკას? გააზრებული გვაქვს, ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა - რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა... დღესაც საჯაროა ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს - არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია ჩვენს პოლიტიკაში“.
კახა ზივზივაძის პასუხი:
„არ ვაპირებდი პასუხს, მაგრამ მართლა მაინტერესებს, ამ ბიჭმა გამაგებინოს, რომელმა ძალებმა იმოქმედა და დაწნეხეს ფეხბურთელები (პირველი მე ვიქნები, ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემს შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა), რომ თავისი აზრი გამოეხატათ... მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
რა გამოდის, 26 ფეხბურთელიდან 4-მა „გაუძლო“ ძალების დაწნეხვას?
რად უნდა კონსტიტუციის დაცვას და რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ძალების ზეწოლა? ვალდებულები არა ვართ?“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









