„გულდასაწყვეტი მარცხი იყო“ - სანიოლი

სპორტი • 1728966822

ვილი სანიოლი

"იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით, მაგრამ ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო" - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვილი სანიოლის თქმით, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დააყენა და ფეხბურთელებსაც ახალი ტაქტიკა ცუდად არ მიუღიათ, თუმცა მთავარი მწვრთნელის განმარტებით, ნაკრებმა შანსები ვერ გამოიყენა, რის გარეშეც სასურველი შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს, თუმცა ჩვენ ბურთსაც ვაკონტროლებდით და მეტი საგოლე შესაძლებლობაც გვქონდა. მიზეზი ალბათ ის არის, რომ საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით.

დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკა ცუდად არ მიუღიათ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით. მაგრამ ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო. მომავალში რა იქნება, ვნახოთ, წინ მსოფლიო ჩემპოიონატის შესარჩევი ციკლია. ვითარებიდანდა მეტოქიდან გამომდინარე, სხვა ტაქტიკური ვარიანტები ყოველთვის უნდა გვქონდეს. შესაძლოა, ეს ან სხვა ტაქტიკა მომავალშიც გამოვიყენოთ.

ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ამიტომ სათადარიგოებში შემტევი პოტენციალის მქონე მოთამაშეები ნაკლებად დაგვრჩა. ეს მათი კრიტიკა არ არის. ქოჩორაშვილის პოზიციაზე სხვა მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევაგუოთ - ამისგამო, სხვა ტაქტიკას და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მას მხარი უნდა დავუჭიროთ. მაგრამბოლო სანაკრებო თამაშებში ეტყობოდა, რომ უთამაშებელია. ეს მის საკლუბო კარიერასაცეტყობა. თუმცა, იმედია, ვითარება შეიცვლება", -აღნიშნა ნაკრების მწვრთნელმა.საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. შეხვედრა 1:0 ალბანეთის გამარჯვებით დასრულდა. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნანა ყეინიშვილი
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამ...

სამართალი • 1791533406

მარნეული ბებია დაკავება
ბებია, რომელმაც არასრულწლოვანი შვილიშვილი იძულებით დააქორწინა, პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.გამოძიებ...

კრიმინალი • 1791531978

ევროპარლამენტი
ევროპარლამენტმა საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”. ხუთი პო...

პოლიტიკა • 1791484975

შოთა მუსაევი იცხაკ ჰერცოგი
"შოთა არის რუსთაველის სახელი, ერთ-ერთი უდიდესი პოეტის, რომელიც კაცობრიობას ჰყოლია... მე მის პოეზიაზე გავიზარდე" - ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შოთა მუსაევის დაჯილდოებისას

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოებისას ჰერცოგმა შოთა მუსაევის სახელზე გაამახვილა ყურადღება. „მათთვის,...

მსოფლიო • 1791479273

მარკო რუბიო აკროპოლისი
გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გაიღვიძოს ხანგრძლივი ძილისგან და ხელახლა დაანთოს ის ცეცხლი, რომელიც აქვე, ათასწლეულების წინ აინთო - მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ

საბერძნეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 ოქტომბერს აკროპოლისის ფონზე ევროპისადმი მიმართვა გაავრცელა:მთელ მსოფლიოში უამრავი დიადი ნანგრევია. უმეტესწილად, ეს ისეთი ადგილებია,...

მსოფლიო • 1791474039

სპეცფორმა პანდემია
„როსპოტრებნადზორი“ ირკუტსკში შავი ჭირით ინფიცირების მეორე შემთხვევას უარყოფს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსპოტრებნადზორი“) აცხადებს, რომ ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის საეჭვო ვ...

მსოფლიო • 1791470502