1657477707
ისტორიული გამარჯვება! საქართველოvsიტალია - 28:19! ქართული რაგბის ისტორიაში "ბორჯღალოსნებმა" ტიერ 1-ის გუნდი პირველად დაამარცხეს (ვიდეო)
სპორტი • 1668870004 521
ბორჯღალოსნებმა უელსში ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მათ მასპინძლები დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 12-13 დაამარცხეს.
შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მანწკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.
ეს ქართველი მორაგბეების მეორე ისტორიული გამარჯვებაა, როდესაც ჩვენმა მორაგბეებმა ტოპ კლასის გუნდები დაამარცხეს. პირველად მათ იტალიის ეროვნულ გუნდს 28-19 სძლიეს.
საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...
პოლიტიკა • 1696267866
საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...
კრიმინალი • 1696267694
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...
პოლიტიკა • 1696266481
2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....
ბიზნესი & ეკონომიკა • 1696264944
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირ...
საზოგადოება • 1696264651
ძლიერი წვიმა ბათუმში - უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. როგორც რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" წერს, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
საზოგადოება • 1696262986
ეს საინტერესოა • 1696102200
პირველი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1695929442
29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი