ჯაბა სამუშიამ თსუ-ში გამარჯვებული კალათბურთელები მიიღო

სპორტი 1712932800

jab

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა საქართველოს თასი უნივერსიტეტში მოიტანეს, სადაც ჩემპიონებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები, გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა საკალათბურთო კლუბის „თსუ“-ს მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს, მენეჯმენტის წარმომადგენლებს. „კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ სიხარულის მონიჭებისთვის. თქვენ ისტორია დაწერეთ. როდესაც მომავალი თაობები უნივერსიტეტის ისტორიას წაიკითხავენ, იქ აუცილებლად, ოქროს ასოებით იქნება დაწერილი თქვენი წარმატების შესახებ. საქართველოს თასის ზედიზედ ორჯერ მოპოვება, ქართულ საკალათბურთო ისტორიაში ნამდვილად იშვიათია. იმედია, ევროტურნირებშიც მივიღებთ მონაწილეობას.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს“,-განუცხადა ჯაბა სამუშიამ კალათბურთელებს.

„სასიხარულოა, რომ ამდენი გულშემატკივარი გვყავს უნივერსიტეტში. ჩვენ ვხედავთ და ვამჩნევთ მხარდაჭერას უნივერსიტეტისგან და იმ წვლილს, რომელიც კალათბურთის, ზოგადად, სპორტის განვითარებაში შეაქვს თსუ-ს. ჩვენ, კალათბურთელები მოედანზე ვცდილობთ ამ მხარდაჭერის გამართლებას. ბიჭების სახელით მადლობას გიხდით ამ დაფასებისთვის, ვეცდებით, კიდევ უფრო მეტი სიხარული მოვუტანოთ ჩვენს გულშემატკივრებს. არ დავზოგავთ თავს იმ შედეგის გასდამეორებლად, რაც გასულ წელს გვქონდა“, - განაცხადა საქართველოს თასის ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, თსუ კალათბურთელმა კახა ჯინჭარაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს თასის მფლობელი. თსუ კალათბურთელებმა ფინალში გორის „ივერიონი“ 92:81 დაამარცხეს.

გასულ სეზონში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა ორივე უმაღლესი ტიტული - საქართველოს თასი და სუპერლიგა მოიგეს და FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუხაძე13
ირაკლი რუხაძის 6 ტყუილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში

21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...

პოლიტიკა 1737901830

აქცია წერეთლის პოლიციასთან
არა პოლიციურ რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას! - მოქალაქეებმა წერეთლის პოლიციასთან აქცია გამართეს

 აქცია იყო ცოტა ხნის წინ  წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...

პოლიტიკა 1737901200

ლუკაშენკო
"არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე" - ლუკაშენკო ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე დაითანხმეს

 ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...

მსოფლიო 1737899299

საწვავი
საწვავი გაძვირდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737894936

კობახიძე
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...

პოლიტიკა 1737891675

შალვა კეკეია კიმბერლი
ვიდეო - მამა შალვა კეკელიამ კიმბერლი ლოუს წმინდა მამა გაბრიელის ხატი აჩუქა

მამა შალვა კეკელიამ კიმბერლი ლოუს წმინდა მამა გაბრიელის ხატი აჩუქავიდეო: Gog Lik  

საზოგადოება 1737891037