ჯოკოვიჩი პირველობას არ თმობს

სპორტი 1675162980

ჯოკოვიჩი

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილს ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი ნოვაკ ჯოკოვიჩი იკავებს. სერბს 7070 სარეიტინგო ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ ესპანელ კარლოს ალკარასს (6730) მხოლოდ 340 ქულით უსწრებს. სიაში მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასია (6195), რომელმაც ავსტრალიის დიდი სლემის ტურნირის ფინალი ჯოკოვიჩთან წააგო. რეიტინგში მეოთხე ადგილს ნორვეგიელი კასპერ რუდი (5765)იკავებს, მეხუთეზე კი ანდრეი რუბლევია (4200).

6 – რაფაელ ნადალი (3815), 7- ფელიქს როჟე-ალისიმი (3715), 8 – ტეილორ ფრიცი (3410), 9-ჰოლგერ რუნე (3046), 10-ჰუბერტ ჰურკაჩი (2995).
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდი ძალიან ცუდ ფორმაშია, მსოფლიო რეიტინგში 595 ქულით 87-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეათედ მოიგო. სერბმა ჩოგბურთელმა ტურნირის ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში 6:3, 7:6, 7:6 დაამარცხა. ნოვაკმა დიდი სლემის 22-ე ტურნირი მოიგო, რითიც ის რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბაკურიანი
ზვავში მოყოლილი ადამიანის გადასარჩენად, მაშველები უკვე მუშაობენ, ადგილზე გაფრინდა ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც...

შემთხვევა 1711623240

საქსტატი.PNG
საგანგაშო სტატისტიკა - 2023 წელს საქართველოში 2542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში შობადობა 5%-ით შემცირდა და 40 214 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, გასულ წელს საქართველოში 4...

საზოგადოება 1711622640

ფოტ
კვარაცხელიას ცეკვამ „ნაპოლი“ დაამშვიდა, მაგრამ... – რას წერს იტალიური მედია

ნაპოლი“ დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის, თუ მატჩის შემდეგ მის ცეკვას გავითვალისწინებთ, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩი გამოტოვოს...

სპორტი 1711622040

გია ხუხაშვილი
"გუშინ მდინარაძემ ტექნიკურად “ჩაუშვა” ბიძინა..." - გია ხუხაშვილი

"გუშინ მდინარაძემ ტექნიკურად “ჩაუშვა” ბიძინა, “შეტენა” რა მას მთელი პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესზე. ფრაზა “ივანიშვილის ხელმძღვანელობით სულიერად გადარჩენა” ამ ვირეშმაკების პირიდან, თითქოს განადიდებ...

სოცმედია 1711621560

ბუდანოვი
“ნუ მოყვებიან ზღაპრებს, რომ ტერაქტი არსაიდან მოხდა – ეს ინფორმაცია სირიული ჯგუფისგან მიიღეს”– ბუდანოვი

სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთს ინფორმაცია ტერაქტის მომზადების შესახებ წ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711620740

სოხუმის აეროპორტი
საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის გასახლებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს. ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივებს 26 მარტს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამ...

პოლიტიკა 1711620000