"კვარაცხელია ერთი-ერთზე ბრწყინვალეა, ოსიმენი სრულყოფილი თავდამსხმელია... ამას გავითვალისრინებთ" - კარლო ანჩელოტი

სპორტი 1701190254

კარლო ანჩელოტი

მადრიდის „რეალის“ იტალიელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„გვსურს საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ, რათა ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. ტრავმებზე საუბარს აზრი არ აქვს, კარგი ფეხბურთელები მყავს და უპატივცემულობა იქნება ტრავმებზე წუწუნი, არ ვფიქრობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ვერ ითამაშებენ.

კონტრაქტის განახლება 5 წლით? არ ვიცი. ვფიქრობ, სიმეონე „ატლეტიკოში“ გამორჩეული შემთხვევაა, ისევე, როგორც ფერგიუსონი „მანჩესტერში“. როგორც წესი, მწვრთნელები კლუბში მცირე ხნით მუშაობენ.

მაძარი? არ გამიკვირდა, რომ გუნდს თავისი ხელი დაატყო. ის გამოცდილი მწვრთნელი და კარგი მეგობარია, რომელმაც იტალიური ფეხბურთი კარგად იცის. გარდა ამისა, მწვრთნელის შეცვლა ფეხბურთელებში მოტივაციას ყოველთვის ამაღლებს, შაბათის მატჩი ამას ადასტურებს. რევანში? „ნაპოლში“ მშვენიერი დრო გავატარე და შურისძიება არ მსურს.

ბელინგემი ჭკვიანი, პროფესიონალი, მოწიფული და სერიოზული ბიჭია, ამიტომ ადაპტაცია არ გაუჭირდა. დიდი ფეხბურთელები ყოველთვის ადვილად ეგუებიან ქვეყნებს, სადაც არ უნდა წავიდნენ სათამაშოდ.

„ნაპოლისთან“ პირველი მატჩი თანაბარი იყო და ხვალაც ასეთ თამაშს ველოდები. ბურთი ხან ჩვენ გვექნება, ხან - მათ. „ნაპოლი“ სახიფათოა კონტრშეტევებზე, რადგან კვარაცხელია და ოსიმენი ჰყავს, მზად უნდა ვიყოთ. კვარაცხელია ერთი-ერთზე ბრწყინვალეა, ოსიმენი სრულყოფილი თავდამსხმელია, თავით თამაშში ძალიან ძლიერი. პირველ მატჩში ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და ვეცდებით, ხვალაც გავითვალისწინოთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

ინფორმაციისთვის „რეალის“ და „ნაპოლის“ მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოდიშარიას და ჩიგოგიძის შვილები
ვიდეო: “მოგი@@ნავ დედის მუტ@ლს” – ოდიშარიასა და ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ

“ქართული ოცნების” დეპუტატების, ბექა ოდიშარიასა და ვასილ ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მ...

პოლიტიკა 1728064206

ბიძინა ივანიშვილი
აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანისა და ამერიკის საელჩოს გზავნილები

აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილი შეხვედრაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ მისი ქო...

პოლიტიკა 1728063959

სიახლე ავერსში
,,ავერსში“ სიახლეა:  თვითმომსახურების აპარატით მედიკამენტებსაც შეიძენთ

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. „ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაც...

ბიზნესი & ეკონომიკა 1728038502

ნუკი
„გავიღვიძე და ასეთი რამ დამხვდა“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს თავის ბრენდთან „ნუკი კოსმეტიკსთან“ დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს უზიარებს. აღმოჩნდა, რომ „ამაზონზე“ განთავსებული ბრენდის პროდუქციიდან ერთ დღეში ყველა ერთეული გაიყიდა. „გ...

სოცმედია 1728038343

ლავროვი
„2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ - ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება". ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტ...

პოლიტიკა 1728037948

ჰერჩინსკი ბანერები
„აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია“ - EU-ის ელჩი „ოცნების“ ბანერებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია".   "უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი,...

პოლიტიკა 1728037666