ლუკა კურტანიძის ყრილობაზე არშეშვებას ფორმალობა ვერ გაამართლებს - ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

სპორტი 1701721800

ლუკა კურტანიძე

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დამაფიქრებელი ინციდენტის შესახებ, რაც წინ უძღოდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ამასწინანდელ საანგარიშო ყრილობას. როგორც ირკვევა, ყრილობაზე მისული ჩვენი სახელოვანი ფალავანი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორი ოლიმპიური მედლის მფლობელი ლუკა კურტანიძე არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის. როგორც თვითონ ამბობს, როცა მან მოკრძალებით ითხოვა ყრილობაზე დასწრების უფლება, ჯერ ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, მერე კი გენერალურმა მდივანმა კარისკენ მიანიშნეს – აქ შენი ადგილი არ არის, ყრილობაზე არავის მოუწვევიხარო.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სპორტისთვის თავდადებული და განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნება, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენების კავალერი ყრილობის დარბაზში საპატიო სტუმრისთვის განკუთვნილ ადგილას დაესვათ, იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს.

ფედერაციის ხელმძღვანელთა ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს ის ფორმალური მოტივი, რომ კურტანიძე ყრილობაზე მოწვეულთა სიაში არ ყოფილა და არც ის, რომ შესაძლო სტუმრობის თაობაზე ყრილობის ორგანიზატორები წინასწარ არ გაუფრთხილებია. ამ შემთხვევაში, არგუმენტად ვერ გამოდგება ვერც ყრილობის რეგლამენტი (თუ რომელიმე პარაგრაფი ამგვარს ითვალისწინებს) ან შესაბამისი მუხლი ფედერაციის წესდებისა (თუ ასეთი რამ წესდების რომელიმე მუხლით რეგულირდება). ამასთან ერთად, არსებობს ეთიკური და ზნეობრივი კანონები, ურთიერთობის წესი და ელემენტარული კეთილგონიერება, რომელიც გვავალდებულებს, პატივი ვცეთ და დავაფასოთ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სახელს და ღირსებას.

მით უმეტეს, თუ ამ ადამიანს გამორჩეული ღვაწლი აქვს ქართულ სპორტში, კონკრეტულად კი – ჭიდაობაში;

მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავად ხელმძღვანელობდა ჭიდაობის ფედერაციას; 

მით უმეტეს, თუ მისი დამსახურება ქართული სპორტის წინაშე, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე იმ ყრილობაზე შეკრებილი ადამიანებისა.

ჭიდაობის ფედერაცია, ისევე, როგორც ამ სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, არ გახლავთ რომელიმე კერძო დაწესებულება, რომელიც მოქმედებს კერძო ინტერესების შესაბამისად და აქვს შეზღუდული ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. პირიქით, ფედერაციის სტატუსისა და ქართული სპორტისთვის ჭიდაობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფედერაციის ხელმძღვანელობა მოვალეა, ერთგვარი ანგარიში ჩააბაროს გულშემატკივრებს, მათ შორის, ვეტერან ფალავნებს, იმ ხალხს, ვისი დამსახურებითაც ჭიდაობა ეროვნულ სპორტად იქცა საქართველოში. ჩვენ გვყავს მრავალი დიდი ჩემპიონი, რომელთა ცოდნა-გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია და გამოსაყენებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზით ჩამოცილებულია ფედერაციის მმართველობასაც და სამწვრთნელო საქმიანობასაც.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჭიდაობის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი საზოგადოების, ქართული სპორტის გულშემატკივრების წინაშე აკისრია. ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებული სამწუხარო ამბავი ერთი ეპიზოდია ამ საერთო სურათში. სხვათა შორის, ფედერაციის ბოლო ყრილობა, როგორც ჩანს, დახურული აღმოჩნდა მედიისთვისაც, რომელსაც, სავარაუდოდ, ექნებოდა ლეგიტიმური კითხვები ჭიდაობაში დღეს არსებულ ვითარებასთან და არაერთი მიმართულებით პოზიციების დათმობასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა, ჩვენ კი ჯერჯერობით მხოლოდ ორი ლიცენზიანტი გვყავს ჭიდაობაში.

ვფიქრობთ, საერთო საქმისთვის უკეთესი იქნებოდა, ფედერაციას არა მხოლოდ ლუკა კურტანიძე, სხვა ვეტერანი მოჭიდავეები  და სპორტის ხელმძღვანელი სტრუქტურების წარმომადგენლებიც მიეწვია ამ ყრილობაზე, რათა ერთად გვემსჯელა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ოთხწლეულის უმთავრეს შეჯიბრებაზე – პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ გამოსვლას უკავშირდება.

სეოკ-ი იმედოვნებს, რომ ჭიდაობის ფედერაცია, მისი მმართველი ჯგუფი საღი გონებით შეაფასებს აქ გამოთქმულ ჩვენს გულწრფელ  გულისტკივილს და თუ ასე მოხდება, ამ ჯგუფს დასკვნის გაკეთება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა გაუჭირდეს“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნეთანიაჰუ ერდოღანი
„გენოციდის დანაშაულის ჩადენით უკვე გადააჭარბა ტირან ჰიტლერს. იმედი გვაქვს, მის ბედს არ გაიზიარებს“ - ერდოანი ნეთანიაჰუზე

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...

მსოფლიო 1750270872

რასა იუკნევიჩიენე
„საჭიროა სანქციები რეჟიმზე, მხოლოდ არჩევნები დაუბრუნებს ხალხს ქვეყანას“ - იუკნევიჩიენე

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...

პოლიტიკა 1750268436

ირანი სატელეფონო
ირანში, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გათიშულია

 ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა.   "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...

მსოფლიო 1750268339

 ისრაელ კაცი
"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...

მსოფლიო 1750265758

სააკაშვილი
,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო… სან­დრას მა­მამ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ნაკ­რე­ბი და რა­დიო იყი­და“ – მიხელ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო. მისი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ს...

პოლიტიკა 1750265543

ირანის სამთავრობო თვითმფრინავ
ირანის სულ მცირე 3-მა სამთავრობო თვითმფრინავმა ქვეყანა დატოვა

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...

მსოფლიო 1750264084