„მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები“ - ლაშა ტალახაძე
სპორტი • 1723541298

მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე პირველობა არავის დაუთმო და ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
„პირველ რიგში, ჩვენს ბიჭებს მინდა, მივულოცო ეს დიდი წარმატება. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად კარგი შედეგით დავბრუნდით საქართველოში. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, მესამედ მოვიპოვე ოლიმპიური ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის. მადლობა ღმერთს, დამიფასდა მეც, ჩემს მწვრთნელებს, ოჯახს. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა, რადგან ისინი არიან ის ძალა, რომელიც მაძლიერებს და არ მაძლევს საშუალებას, მოვდუნდე და დავნებდე. დავისვენებ და ამ გამარჯვებას შევირგებ. მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.

ისრაელის პრემიერმინისტრის თქმით, ირანში ისრაელის იერიშებისა და ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფონზე ირანელი მაღალი რანგის ლიდერები "ბარგს ალაგებენ", რადგან "გრძნობენ, რაც ელით"."ჩვენი გამარჯვება თქვენი გამ...
მსოფლიო • 1749923137

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახ...
შემთხვევა • 1749922778

ვიკა ბუკია: ანუ გახარიას დაჭერის მუქარით აიძულებენ მიიღოს მონაწილეობა იმ პროცესში, რომელშიც ისედაც აპირებს მონაწილეობის მიღებას? სწორად გავიგე? ცოტა რთული წინადადებაა, მაგრამ ჩემი ბრალი არაა. ერთი პარ...
სოცმედია • 1749922437

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს, წყარომ მიაწოდა აუდიო-ჩანაწერი, რომელიც კონფიდენტის თქმით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანისა და იმ...
საზოგადოება • 1749922088

რა საკითხზე დაიბარეს ვახტანგ გომელაური გამოკითხვაზე - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს, რომ გადამდგარი მინისტრი გამოკითხვაზე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაიბარეს. პროკურატურა ასევე წერს, რომ...
პოლიტიკა • 1749910253

აქტივისტმა ალბი კორძაიამ იზოლატორი დატოვა — მას თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას შემდეგ, რაც 11 აპრ...
პოლიტიკა • 1749910154