ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში კიდევ ერთ ჯილდოზეა წარდგენილი

სპორტი 1726206047

კიტეიშვილი

7 ოქტომბერს ავსტრიის ბუნდესლიგის ტრადიციული ღონისძიება „ბრუნო“ (ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელის, ბრუნო პეცაის სახელობის დაჯილდოება) გაიმართება, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე ოთარ კიტეიშვილია წარდგენილი – ღონისძიების ორგანიზატორია ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი.

სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე, კიტეიშვილის გარდა, გრაცის „შტურმის“ კიდევ ორი მოთამაშეა წარდგენილი – ჯონ გორენც-სტანკოვიჩი და ალექსანდრ პრასი, რომელიც ზაფხულში „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა.

გამოკითხვა ავსტრიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (VDF) ჩაატარა, „ბრუნოს“ გამარჯვებულები 7 ოქტომბერს ვენის „მარქს ჰოლში“ გამოვლინდებიან. სეზონის საუკეთესო ლეგიონერის ჯილდოზე კონრად ლეიმერი, მარსელ ზაბიცერი და ქსავერ შლაგერი არიან წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი უკვე დაასახელეს ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო „ტრანსფერმარკტმა“ ქართველი ნახევარმცველის ფასი სამიდან ხუთ მილიონამდე გაზარდა.

ოთარ კიტეიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში, რომელმაც ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზეა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მუხრანი
ვიდეო: გზის რეაბილიტაცია „ქოცურად“ სოფელ მუხრანში

მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი . აქ გზაზე მარილის დაყრა არ გახდა საჭირო რადგან გზა არ არის    

სოცმედია 1768934349

გიგა ავალიანი
"ვიცი, ვის შეხვდით სახელმწიფო დაწესებულებაში საშვის გარეშე" - მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედის სკანდალური განცხადება

მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოფო ძნელაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საშვების გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში კონ...

სამართალი 1768930069

სტივენ დაუთი
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე“ - დაუთი

საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის. გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართ...

პოლიტიკა 1768929961

ანდრო ჭიჭინაძე
„პროკურორებს უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად, რეალობა ერთია“ - ანდრო ჭიჭინაძე

მადლობა (მოსამართლეს) იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან (პროკურორებს),...

პოლიტიკა 1768929890

კობახიძე
„სურსათსა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებსაც შევისწავლით“ – ივანიშვილის მთავრობა

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. "კომისიის წე...

პოლიტიკა 1768929773

 ლევან ხაბეიშვილი
„ამ ფსიქოზში ცხოვრება გაუსაძლისია“ - ხაბეიშვილის გზავნილი ციხიდან

ამ ფსიქოზში ცხოვრება გაუსაძლისია. ამდენი მომტირალი დედა, სევდიანი, დანაღვლიანებული შვილები - ასე გაგრძელება შეუძლებელია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან...

პოლიტიკა 1768927049