რა წერილია მესიჯში, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მარადონას შვილმა გაუგზავნა
სპორტი • 1669896944 560

უმცროსმა დიეგო მარადონამ ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ ხვიჩას პირადად არ იცნობს, თუმცა, მათ სოციალურ ქსელში რამდენჯერმე მიმოწერა ჰქონდათ.
„ვიცოდით, რომ ხვიჩა ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ პირველივე სეზონში, იტალიის სერია A-ში, გუნდში თამაში რომელსაც სკუდეტოს მოგება უნდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, ადვილი არაა.
ამიტომ მისგან წინსვლას უფრო პატარა ნაბიჯებით ველოდით, მაგრამ მალევე დაამტკიცა, რომ უძლიერესია. საოცარი თვისებებით გამოირჩევა. მან თავისი შედეგით და თამაშით აჩვენა, რომ მაგარი ფეხბურთელია. ის მოედანზე ლიდერი გახდა, რადგან დაამტკიცა, რომ განსხვავებულია. ამის მოპოვება მხოლოდ მოედანზეა შესაძლებელი.
პირადად ჯერ ვერ გავიცანი, მაგრამ Instagram-ის მეშვეობით რამდენჯერმე ერთმანეთს დავუკავშირდით. იტალიური უნდა ისწავლოს, რადგან მე არც ინგლისური მესმის და არც ქართული. იმედი მაქვს, „ნაპოლში“ დიდხანს დარჩება, რადგან საოცარი ფეხბურთელია. დიეგო მარადონას ძალიან მოეწონებოდა, რადგან განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა.
პირადად მას ვეტყოდი, რომ „ნაპოლში“ დიდხანს დარჩეს, აქ თავს კარგად იგრძნობს.“ - თქვა მარადონამ „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში.

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი მამა ალექსანდრე აღარ გვყავს!25 წელი ერთგულად ემსახურა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარს, წინამძღვრ...
საზოგადოება • 1675001557

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს. „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამ...
სოცმედია • 1675001164

გახანგრძლივდება თუ არა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში - ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლები დამატებითი დროის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ უნიკალური კოდი 4 000-ზე მეტ...
პოლიტიკა • 1674997159

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი სახლში შევარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. მომხდარ...
შემთხვევა • 1674996617

30-31 იანვარს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი - ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო ავრცელ...
პოლიტიკა • 1674996482

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ დღეს, კორონავირუსით ინფიცირებიდან მე-7 დღეს, მას ტემპერატურული რეაქცია აღენიშნებოდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი პრობლემა საჭმლის მიუღე...
პოლიტიკა • 1674996388