საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების წარმატებული დებიუტი ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე

სპორტი 1654766558    125

ფეხბურთი

წელს პირველად საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე იასპარეზა.

სულ ევროპის მინიფეხბურთის ასოციაციაში გაწევრიანებულია 42 ქვეყნის ნაკრები. რეიტინგით 23 საუკეთესო გუნდი ჩაერთო ევრო 2022-ის გათამაშებაში. საქართველოს ნაკრები, როგორც ამ ფედერაციის (European Minifootball Federation) ახალი წევრი შერჩევითი ეტაპის გარეშე ჩაერთო ასპარეზობაში და დაამტკიცა ჩვენი გუნდის ბრძოლისუნარიანობა და თანაბარ დონეზე თამაში ევროპის საუკეთესო და გამოცდილ გუნდებთან.

ჩემპიონატი 1998 წლიდან ტარდება და საქართველოს ნაკრების გარდა ყველა დანარჩენ 23 ნაკრებს არაერთხელ აქვს მიღებული მონაწილეობა როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატებზე. წელს ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში ტარდება. ქართველი ფეხბურთელების დებიუტი მერვედფინალში გასვლით დაგვირგვინდა. პირველივე თამაშის შემდეგ საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები სერიოზულ მოწინააღმდეგედ მიიღო ყველა ქვეყნის ნაკრებმა.

უთანასწორო შერკინება მერვედ ფინალში საქართველოს ნაკრებს მასპინძლებთან, სლოვაკეთის ნაკრებთან მოუხდათ და მიუხედავად დამარცხებისა, ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. სლოვაკეთის ნაკრები ამ ჩემპიონატისთვის ამ არენაზე 2,5 წელია ემზადებოდა და მათი თამაშები გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნებით გამოირჩეოდა.

ტურნირის მონაწილე გუნდების და ორგანიზატორები შეფასებით, მომავალ წელს საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებს სერიოზულ და მნიშვნელოვან მოწინააღმდეგედ მოიაზრებენ. ამ ასპარეზობის შედეგად საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები ევროპის მინი ფეხბურთის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა, საუკეთესო 16 გუნდში შევიდა და ჩემპიონატის დასრულებისას რეიტინგსაც მაღალს დაიმსახურებს.

საქართველოს ნაკრების ბირთვი FC PSP-ს ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასევე ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელი და FC PSP-ს მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძეა.

მადლობას ვუხდით საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს: გიორგი აფციაურს, ნიკოლოზ კოპლატაძეს, ლევან სარდანაშვილს, ლევან სვანიძეს, მიხეილ თევზაძეს, ნიკოლოზ ფხაკაძეს, ლევან კობაიძეს, გიორგი ზუნტუროვს, თეიმურაზ ექიზაშვილს, მალხაზ შამილაძეს, ოთარ ბერეჩიკიძეს, მირიან მირგატიას; გუნდის ექიმს მამუკა კვანტალიანს; საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციასა ადა ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში  საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შესაძლებლობისა და ორგანიზებისთვის.

ევროპის მინი ფეხბურთის სამყარო საქართველოს ნაკრები როგორც საუკეთესო და წარმატებული დებიუტანტი გაიცნო, მომდევნო წლებში მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საცობი ხიდზე
საცობები ყირიმის ხიდზე - აფეთქებების შემდეგ დამფრთხალი რუსი ტურისტები ნახევარკუნძულიდან გარბიან (ვიდეო)

სოცქსელში ქვეყნდება ვიდეო, სადაც ასახულია საავტომობილო საცობი, რომელიც მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამფრთხალი რუსი ტურ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660062691

მიხეილ სააკაშვილი
"სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება" - მიხეილ სააკაშვილის შეფასება

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში არსებულ ვითარებას აფასებს: "უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვან...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660061496

ხევი
სოფელ ტბასთან სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა - დაღუპულია მძღოლი

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა. სოფლის დეპუტატის, მ...

შემთხვევა 1660061101

ქართული ოცნება
"ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლას აპირებს, რომელიც შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შესაძლოა, შეიცვალოს. ქართული ოცნება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას არ გამორიცხვას. ხელისუფლებას ცესკოს დაკომპლექტების არსებული მოდელი, რომე...

პოლიტიკა 1660060815

ბეჟაშვილი
არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემა - ენმ-მ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას მიმართავს და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გასაჯაროებულ სკანდალურ მასალაზე გამოხმაურებას ითხოვს. განცხადება პროკურატურაში ლევან ბეჟაშვილმა შეიტა...

პოლიტიკა 1660060307

ვერეშჩუკი
"დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი" - უკრიანის ვიცე პრემიერი

უკრაინას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე, თუმცა ქვეყნის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი ტელეგრამ არხზე წერს, რომ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი: "დღეს მკვიდრი...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660060011