„შეკრებაზე უშუალოდ ამერიკის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მთავარი მწვრთნელის მიწვევით ვიმყოფებოდი“

სპორტი 1629149520

სერგო

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სერგო გოგისვანიძესა და მის წარმატებებზე ადრეც გიყვებოდით, მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ასპარეზობდა  და სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდებოდა, ამჯერად სერგომ კონტინენტი შეიცვალა და თავის კარიერას აშშ-ში განაგრძობს.

როგორც ის გვიამბობს, მაისში,  აშშ-ს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა  ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - Matt Lindland-ის მიწვევით იმყოფებოდა ჯორჯიის შტატ ქალაქ ატლანტაში, ოლიმპიურ ბანაკში, 2021 წლის ზაფხულის ტოკიოს ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე.

- სერგო, გვიამბეთ,როგორ მოხვდით აშშ-ის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე და რა ტიპის შეკრება იყო?

- შეკრებაზე უშუალოდ ამერიკის ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - Matt Lindland-ის მიწვევით ვიმყოფებოდი, რომელიც უკვე 21 წელია ნაკრების მთავარი მწვრთნელია, Matt-ს ბევრჯერ უნახავს ჩემი ჭიდაობა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, მისთვის კარგად ნაცნობია ჩემი  სტილი და გდების შესრულების ჩემეული ვერსია. მოგეხსენებათ, ამერიკას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბოლო 21 წელია  ჩემპიონია არ ჰყოლია,სწორედ ამიტომ,Matt-ის  დაჟინებული მოთხოვნით და მიწვევით მოვხვდი ატლანტაში,ოლიმპიურ ბანაკში,რათა 2021 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიმავალი სპორტსმენებისათვის, მიუხედავად დროის მცირე მონაკვეთისა, გამეზიარებინა გდების შესრულების ჩემეული ვერსია და ჭიდაობის სფეროში ჩემი დიდი გამოცდილება, ამით გამეძლიერებინა გუნდი.ასევე,წარმოვადგენდი G’angelo Hancock-ის სპარინგ პარტნიორს, რომელსაც აქვს  ოლიმპიური ლიცენზია და მიემგზავრება ტოკიოს 2021 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ძალიან თბილად მიმიღო, გაუხარდათ ჩემი იქ ყოფნა.

ფოტო: ატლანტა, 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი შეკრება,სერგო გოგისვანიძე და Matt Lindland (აშშ-ის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

- რა შეგიძლია გვიამბო აშშ-ის ნაკრებზე და როგორი იყო მომზადების პროცესი?

- წვრთნის განსხვავებული პროცესი აქვთ, საკმაოდ საინტერესო და ეფექტური,აღსანიშნავი ფაქტია, რომ ნაკრებს მოსამზადებლად ყველა კომპლექსურად უწყობდა ხელს,ტრენერები ბოლომდე ჩართულები იყვნენ, ასევე მობილიზებული იყო ექიმების გუნდი.ოლიმპიურ ბანაკში სულ 12 დღე ვიმყოფებოდი, გულდასაწყვეტია, რომ ასე ცოტა დრო მქონდა ჩემი შესაძლებლობების გასაზიარებლად,რაც შეეხება მომზადების პროცესს,კვირაში ოთხი დღე გვქონდა ორჯერადი ვარჯიში, რომელიც დღეში დაახლოებით5-6 საათს გრძელდებოდა, კვირაში ორჯერ  მხოლოდ ერთი ვარჯიში გვქონდა,კვირა დღეს კი ვისვენებდით. 

ზოგადად ვარჯიში იყო ინტენსიური,მიდიოდა ფიზიკური, ტაქტიკური და ტექნიკური მომზადება. ვმუშაობდით როგორც ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე, ასევე ტაქტიკურად ბრძოლის წაყვანაზე.  განვიხილავდით ყველა შესაძლო მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ვმუშაობდით ამ კუთხით. 

ჩვენს ერთ-ერთ ასეთ  ვარჯიშზე იმყოფებოდა Chael Sonnen,რომელიც გახლავთ ამერიკული შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, იგი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, ჩვენს შეკრებაზეც იმყოფებოდა ატლანტაში, ოლიმპიურ ბანაკში  და მოსამზადებელი შეკრების დეტალებზე სიუჟეტი გააკეთა, რომლის ნახვის საშუალება ალბათ გვექნება მის youtube-არხზე, სადაც უამრავი გამომწერი ჰყავს და მის ვიდეოებს ათი ათასობით ნახვა აქვს. საბოლოო ჯამში, მიუხედავად დროის მცირე მონაკვეთისა, ვფიქრობ, რომ ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იყო ეს შეკრება და რაც მთავარია, კმაყოფილები არიან ჩემ მიერ გაწეული სამუშაოთი,რაც ძალიან მახარებს.

- სერგო, უახლოესი პერიოდის გეგმებსაც ხომ არ გაგვაცნობთ?

- დიახ, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უახლოეს მომავალში,ოლიმპიურ თამაშებამდე, ისევ იგეგმება ოლიმპიურ ბანაკში ბოლო დასკვნითი შეკრება,სადაც მეც ვიქნები მიწვეული და შევეცდები დროის სიმცირის მიუხედავად,ნაკრების წევრებს მაქსიმალურად  გავუზიარო გდების შესრულების ჩემეული ვერსია,ამის შემდეგ კი ბიჭები გაემგზავრებიან 2021 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ვფიქრობ, გუნდი კარგ ფორმაშია და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ.

რაც შეეხება ჩემ პირად გეგმებს განვაგრძობ მოქმედებას,მუშაობას საკუთარ თავთან , ვვარჯიშობ და ვგეგმავ მონაწილეობა მივიღო 2021 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატში,მაქვს შემოთავაზება რამდენიმე ევროპული კლუბიდან, განვიხილავ მათ და ვაპირებ ისევ ისე წაუგებლად დავასრულო მომავალი საკლუბო სეზონიც, როგორც ეს გავაკეთე 2019 წელს.

წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ქართველი ფალავანის ასპარეზობებს და მის გულშემატკივარს მომავალშიც გავაცნობთ სიახლეებს სერგო გოგისვანიძის  კარიერულ წინსვლასა და სპორტულ წარმატებაზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკო კვარაცხელია
„ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს! არა რუსულ კანონს!“ - ნიკო კვარაცხელიას დედა

ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს!!! არა რუსულ კანონს!!! წერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე Facebook-ზე თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტთან დაკავშირებით. 

საზოგადოება 1713297165

ერჰოფსტადტი
"ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!" - ევროპარლამენტარი

"ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!", - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს და რუსული კანონის საწინააღმდეგოდ...

პოლიტიკა 1713296933

ხარებაა
ხალხი გაუფრთხილებლად, "ხარებას" გამო სცემეს - როგორ დაიწყო დაპირისპირება

დაპირისპირება "ხარებას" ხსენებას მოჰყვა - ამის შესახებ "გიორჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.   მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმს წევრები ადამიანებს ფიზიკ...

პოლიტიკა 1713296842

ასტროპროგნოზი
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დინების მიმართულებით ცურვა ვერ აგიყვანთ იმ სიმაღლემდე, რისი მიღწევის პოტენციალიც გაქვთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ფხიზელი თვალით შეაფასოთ და შესაბამისად იმოქმედოთ. მა...

ეს საინტერესოა 1713296400

რამიშვილი მიშიკო
„ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ“ - მიხეილ რამიშვილი

"ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ თვალებში" - ამ განცხადებას ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აკეთებს და იხსენებს, როგორ გადაამეტეს ძალას სამართალდამცავებმა და როგორ გამოიყენეს მშვიდობ...

პოლიტიკა 1713296076

გიგა სოფრომაძე
„ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე“ - თბილისის მერიის მაღალჩინოსანი რუსული კანონის წინააღმდეგ

საჯარო მოხელე რუსული კანონის წინააღმდეგ - თბილისის მერიის მომედი თანამშრომელი წერს, რომ "ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე" „როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად...

პოლიტიკა 1713295813