“სტალინი დიქტატორი იყო და ჩვენ გვძულს ის… გავ***ი მას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ის მოსწონთ” – მერაბ დვალიშვილი
სპორტი • 1727168097

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ჯეიკ შილდსის YouTube არხის სტუმარი იყო. სხვადასხვა თემებზე საუბრის შემდეგ, მერაბმა გულშემატკივრის კითხვებსაც უპასუხა.
ერთ-ერთი კითხვა სტალინს შეეხებოდა. ქართველ ჩემპიონს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობენ ქართველები სტალინის შესახებ.”ის ცუდი ადამიანი იყო, ჩვენ არ გვიყვარს ის. საქართველოში დაიბადა, მაგრამ როდესაც ბავშვი იყო, სხვაგან წავიდა საცხოვრებლად.
მან გაანადგურა საქართველო, საშინელი კაცი იყო. როცა მე ამას ვლაპარაკობ, საქართველოში კიდევ არიან ცუდი ადამიანები. რომლებსაც ის მოსწონთ.
სტალინი ხალხს ხოცავდა, ის დიქტატორი იყო და ჩვენ გვძულს ის… გავკარი მას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ის მოსწონთ”, – ამბობს მერაბ დვალიშვილი.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას შემდეგ, მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელმაც UFC-ში ჩემპიონობა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. მან სუპერმსუბუქ წინაში შონ ო’მალი დაამარცხა.

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, 32 წლის კაცი 2 დეკემბერს პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარას იხსენებს:"პოლიციის მანქანაში პოლიციელების მხრიდან იყო ძალიან ძლიერი...
პოლიტიკა • 1747238076

პირველი პასუხი კობახიძის წერილზე ტრამპის გუნდიდან - ჯო უილსონი შტატების პირველი პირისთვის ოლიგარქის პრემიერის გაგზავნილ წერილს უხამსობად აფასებს. რესპუბლიკელი კონგრესმენი "ოცნებას" ივანიშვილის კრიმი...
პოლიტიკა • 1747237644