წყალბურთში წარმატების მთავარი საწინდარი თავდაუზოგავი შრომა და მონდომებაა - ინტერვიუ ახალგაზრდა მწვრთნელთან
სპორტი • 1428831120
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გახლავთ გივი სულაძე, რომელიც პროფესიონალი ახალგაზრდა მწვრთნელია. მას მართლაც დიდი წვლილი შეაქვს ქართველი ახალგაზრდების განვითარებასა და სპორტის დაინტერესების საკითხში.
წყალბურთს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რამ განაპირობა თქვენი ამ სპორტისადმი ასეთი მიდრეკილება?
პირველ რიგში, წყალბურთი იმ გუნდური სპორტის რიგს მიეკუთვნება, სადაც თანადგომის და კოლექტიური მუშაობის გარეშე ვერაფერს გახდები. სწორედ ამიტომ, წყალბურთი ის სპორტია, რომელიც ქართულ ხასიათში ზის. ასევე ამ სპორტს როგორც ფიზიკური მომზადება, ასევე ინტელექტუალური უნარ-ჩვევები სჭირდება.
თქვენი აზრით, რა სარგებელს მოუტანს წყალბურთი ბავშვებს ფიზიკური სიჯანსაღის და თამაშის ცოდნის გარდა?
წყალბურთი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ცხოვრების წესი. წყალბურთი პირველ რიგში მეგობრობას, ერთმანეთის გვერდში დგომას, მეტოქისა და თანაგუნდელების პატივისცემას გვასწავლის.
ალბათ, გუნდში არიან ბავშვები, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ. როგორ ამხნევებთ ბავშვს, რომელიც ფიქრობს, რომ მას თამაში არ შეუძლია და არ აქვს საკმარისი ძალა და უნარი?
ასეთი ბავშვებისთვის ვარჯიშების შედარებით გამარტივებულ ფორმებს ვიმუშავებ. მათთვის ძალიან წამახალისებელია შექება, რის შემდეგაც უფრო მეტი მოტივაცია ეძლევათ და უკეთ გამოსდით თამაში.
როგორ ფიქრობთ შეგწევთ თუ არა ძალა თქვენი გუნდის ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ და ჩამოაყალიბოთ ისინი ლიდერებად?
ძალა რამდენად შემწევს ამას დრო და შედეგი გვიჩვენებს, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და თავდაუზოგავად ვიმუშავებ ბავშვებთან. მწვრთნელს მხოლოდ წყალბურთელებად ჩამოყალიბების პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მას ევალება მათ კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა. მწვრთნელი გუნდისთვის მისაბაძი ადამიანი უნდა იყოს, როგორც პიროვნება, ასევე სპორტსმენი.
ალბათ ბევრი დაბრკოლებების გადალახვა გიწევთ, მაგრამ უმკლავდებით სირთულეებს. თქვენი აზრით, რომელია წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზა?
დაბრკოლებები მუდამ თან სდევს ადამიანს, თუმცა მათი გადალახვით კიდევ ერთი ნაბიჯით მივიწევთ წინ. რაც შეეხება წარმატებას, მისი მთავარი და ერთადერთი საწინდარი თავდაუზოგავი შრომა და მონდომებაა.
თქვენი რჩევები დამწყებ წყალბურთელებს
იშრომონ თავდაუზოგავად, არ გადაუხვიონ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, იყვნენ უბრალო და თავმდაბალი ადამიანები. მეტს ვერაფერს დავამატებ. ცხოვრება თავად აჩვენებს მათ რაც სჭირდებათ!

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...
მსოფლიო • 1780916926
„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...
პოლიტიკა • 1780914416
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...
შემთხვევა • 1780913118
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...
სამართალი • 1780912924
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...
მსოფლიო • 1780912056
თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...
შემთხვევა • 1780911827












