"თუ დავიბრუნებთ ჩვენს გუნდურ სულისკვეთებას, კვლავ რთული მეტოქეები ვიქნებით ოპონენტებისთვის - ეს წარმატების ერთადერთი გზაა“ - ვილი სანიოლი ნორვეგიასთან მატჩის წინ

სპორტი 1694486700

ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მოახლოებულ ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩამდე „ულევაალის“ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ოსლოში ესპანეთთან მიღებული შოკიდან გამოსვლას შეეცდება.

პარასკევს საქართველოს ნაკრები თბილისში ესპანეთთან სახლში 7:1 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ემოციურად ისაუბრა.

„ესპანეთთან თამაშზე საუბარი რთულია. ეს ჩვენი მხრიდან სრული კატასტროფა იყო. დავმარცხდით და ამ მატჩში დავკარგეთ ყველაფერი, რამაც გასული ორი წლის განმავლობაში ძლიერ გუნდად გვაქცია. არ გვქონდა დისციპლინა, ბრძოლისუნარიანობა, გუნდური სულისკვეთება და შეტევაში აგრესიულობა. შეცდომები იყო თამაშის გეგმაშიც და ეს ჩემი პასუხისმგებლობაა.

შესაძლოა, ესპანეთთან ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადასვლა არ იყო მართებული და ზედმეტად ამბიციური გადაწყვეტილება გამოდგა. ფეხბურთი სწორედ ამიტომ არის შესანიშნავი სპორტი, რომ წარმატების შემდეგ, ყოველთვისაა შემდეგი მატჩი, სადაც უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები. როდესაც გაქვს დიდი იმედგაცრუება, როგორც ეს ესპანეთთან მოხდა, შემდეგ თამაშზე უნდა შეძლო ფოკუსირება.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ასეთი წაგების მიზეზების დასადგენად ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ. ჩემთვის, ესპანეთთან მომხდარი არ იყო შემთხვევითობა. ეს ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვებული მცირე დეტალების შედეგია. ფეხბურთი არასდროს გაპატიებს, თუ 100 პროცენტს არ გაიღებ და დაგსჯის ამის გამო. შევთანხმდით იმაზე, თუ რა უნდა ვაჩვენოთ ნორვეგიის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, „ულევალიზე“ ნორვეგია სრულიად განსხვავებული საქართველოს ნაკრებს იხილავს.

უკმაყოფილო ვარ ბოლო 2-3 თამაშით, გასული ორი წლის განმავლობაში კი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა ეს ნორმალურია. ფეხბურთში არის სირთულეები და ჩვენი საქმეა, გამოსავალი ყოველთვის ვიპოვოთ. ესპანეთთან მარცხი, რა თქმად უნდა, ძალიან მტკივნეული იყო, არა მხოლოდ ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

ვფიქრობ, რომ ნორვეგიასთან მატჩი შანსია ჩვენთვის. ახლა უნდა ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც სამი დღის წინ ვერ შევძელით. მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელები ამას გააკეთებენ. თუ დავიბრუნებთ ჩვენს გუნდურ სულისკვეთებას, კვლავ რთული მეტოქეები ვიქნებით ოპონენტებისთვის. ეს წარმატების ერთადერთი გზაა.

ბათუმში ერლინგ ჰალანდი ტრავმის გამო არ ჩამოვიდა. ამჯერად ის მზად არის. როგორ ვაპირებთ მის შეჩერებას? არ ვიცი, რადგან აღარ ვთამაშობ. ამაზე შემეძლო 20-25 წლის წინ მეპასუხა. მიხარია, რომ ჩემი ფეხბურთელები ჰალანდს შეხვდებიან. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, თუ არა საუკეთესო თავდამსხმელი. ფეხბურთელები მისით აღფრთოვანებულები არიან“, – განაცხადა 46 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.

საფრანგეთის ნაკრების (58 მატჩი) ყოფილ მოთამაშეს შეკითხვა დაუსვეს ნორვეგიის ნაკრების ექს-მცველ ჯონ არნე რიისეზე, რომელთან ერთადაც „მონაკოში“ ათასწლეულის მიჯნაზე თამაშობდა. რიისე მარცხენა მცველი იყო, სანიოლი კი სამეფოს გუნდის მარჯვენა მცველი. სანიოლს აშკარად მოეწონა კითხვა და ყოფილ თანაგუნდელზე თბილად ისაუბრა.

„სამწუხაროდ, დიდი ხანია არ გვქონია ურთიერთობა. დასანანია, რადგან „მონაკოში“ საკმაოდ ახლო მეგობრები ვიყავით. ორივე ახალგაზრდა ვიყავით. მას სულ თვალს ვადევნებდი, რიისეს ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა. დიდი მებრძოლი იყო და მასთან თამაში მომწონდა. ალბათ ახლა სადმე ახლოსაა. ერთი მესიჯი გვინდა და კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევხვდებით“.

ნორვეგიის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
„გაუგებარია ზეწოლა, რომელიც  კანონთან დაკავშირებით ხორციელდება“ - კახა კალაძე დასავლეთის მხრიდან კრიტიკაზე

„როცა მეგობარი ქვეყანა ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი და აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.   კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაუ...

პოლიტიკა 1716900847

კახა კალაძე
„ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა“ - კახა კალაძე

თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენ...

პოლიტიკა 1716900726

მირცხულავა
„ამ ყველაფერს მხოლოდ ბიძინას ვერ შესტენით“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოცქსელში წერს: ამ ყველაფერს მხოლოდ ბიძინას ვერ შესტენით, როგორც წამქეზებელს. სახელმწიფოს საჯარო დახვრეტაში მონაწილეობაზე პასუხისგება განაჩენის გამომტანსაც (წამქეზებელს) და...

სოცმედია 1716900657

ხოშტარია ხარება
„ხარაზიშვილმა დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს; გამოიკითხოს და ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები“ - საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გდდ-ის ხელმძღვანელის, "ხარებას" დღევანდელ კომენტარებსა და მუქარას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხარაზიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ...

პოლიტიკა 1716900461

ვიქტორ ჯაფარიძე
„სტალინს რომ აგინებთ, სტალინმა თქვა - შვილები მშობლებზე პასუხს არ აგებენ. რა დაიწყეთ ბავშვებით ვაჭრობა“ - ვიქტორ ჯაფარიძე

„ვინ ხართ? სტალინს რომ აგინებთ, სტალინმა თქვა თავის დროზე - შვილები მშობლებზე პასუხს არ აგებენ, იმაზე უარესები გამოდიხართ," - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს საპარლამენტო უმრავლე...

პოლიტიკა 1716900257

ირაკლი ოქრუაშვილი
„დღეს საღამოს კრემლში “ჩვენს” სადღეგრძელოს დალევენ“ – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: „დღეს საღამოს კრემლში “ჩვენს” სადღეგრძელოს დალევენ: За возвращение блудного сына.“

სოცმედია 1716900149