სპორტი • 1721272225
საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლამ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ხელსაყრელი მომენტი მოგვიტანა. საფეხბურთო სამყარომ გაიგო, რომ არსებობს გუნდი, „ჯვაროსნები“, რომლებიც დასახული მიზნისთვის, ქვეყნისა და გულშემატკივრისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები. ასევე, აღმოვაჩინეთ ქართველი ტალანტები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ნაკლებად ცნობილები, თუმცა, ევროპულ კლუბებში საკმაოდ პატივსაცემ და ნიჭიერ ფეხბურთელებად მოიაზრებიან.
ერთ-ერთ ინტერვიუში ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა თქვა, რომ მას სამშობლოში ისე კარგად არ იცნობდნენ, როგორც მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას, თუმცა, ეს ყველაფერი მარტის ისტორიულ თამაშებზე შეიცვალა. დღეს ქომაგებისთვის ის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია სხვა დანარჩენებს შორის.
ცნობილია, რომ ქოჩორა „ლევანტეში“ თამაშობს. ქართველების ერთიანობის და გამტანობის შესახებ მისმა კლუბმა უკვე შეიტყო - პოსტმა, რომელიც მათ ფეისბუკ გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნდა, რეკორდი მოხსნა - ქართველების რეაქციებმა, კომენტარებმა და გადაზიარებებმა თავად კლუბის წარმომადგენლები შოკში ჩააგდო,
ორმხრივი კავშირი იმდენად სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა, რომ „ლევანტეს“ ადმინმა გადაწყვიტა, პოსტები ქართულად ხშირად გამოაქვეყნოს.
გვერდის სოციალური მენეჯერი ხავი დე ლა ოსაა. როგორც ჩანს, მას გიორგისთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და შეხუმრებულებიც არიან.
ერთ-ერთ ინტერვიუში ხავი აღნიშნავს, რომ გიორგითი ძალიან ამაყობენ და უნდათ, მათთან კიდევ დიდხანს დარჩეს.
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა
პოლიტიკა • 1739215853
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები
პოლიტიკა • 1739215484
რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...
პოლიტიკა • 1739214828
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...
პოლიტიკა • 1739214754
ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...
პოლიტიკა • 1739204073
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....
პოლიტიკა • 1739202888
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი