„ზივზივაძემ შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს“ - ვილი სანიოლი
სპორტი • 1719023734

"ზივზივაძემ შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს" - ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სანიოლის თქმით, ჩატარებული თამაშებით ქართველი ფეხბურთელები მოწინააღმდეგეებს დროთა განმავლობაში კიდევ უფრო აკვირვებენ.
მწვრთნელი იმასაც დასძენს, რომ გუნდში გარკვეული სახის ცვლილებები იგეგმება, თუმცა სანიოლი არ განმარტავს, კონკრეტულად რაზე აქვს საუბარი.
ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე: რაც შეეხება ბუდუს, არ მგონია ეს შეკითხვა რელევანტური. მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს. მიქაუტაძე ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს. გუნდში კონკურენციაა და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპონენტებს ვაკვირდებით და ჩეხეთის შესახებ ბევრი ვიცით. მათ თამაშებს განვიხილავთ და ყველა სუსტი, თუ ძლიერი მხარე კარგად ვიცით. ყოველთვის ვიძახი, რომ მთავარი ჩვენი შემართებაა და არა მეტოქის თამაში.
თუ ჩვენს ხასიათს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა. ცვლილებებზე ვერ გიპასუხებთ. ეს შეჯიბრია, სადაც ზოგჯერ ცვლილებების გაკეთება საჭიროა. ამას ახალი ენერგია შემოაქვს. მთავარია ეს შანსი კარგად გამოვიყენოთ, რათა შემდგომში უფრო დიდ გუნდებს ვეთამაშოთ. ვფიქრობ, ცვლილებები იქნება, მაგრამ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.
ვფიქრობ, ხალხი განსხვავდება, ზოგს ნაკლები შემართება აქვს, ზოგს მეტი. თუ ყოველთვის შედეგზე ფოკუსირდები, ყოველთვის კმაყოფილი ვერ დარჩები. უნდა შეაფასო, რა გააკეთე კარგად და რა ცუდად. ასეთი თამაშის შემდეგ ცოტა გულდაწყვეტილები ვიყავით, მაგრამ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გულდაწყვეტა მაინც წინგადადგმული შედეგია“, – განაცხადა სანიოლმა.შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი კუორაძე: ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.ოთო ფარულავა - გენერალური მდივნის მოადგილელევან ჯორბენაძე - კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელიბ...
პოლიტიკა • 1751994677

ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ეკა ბარბაქაძემ ადგილზე თათბირის შემდეგ გამოაცხადა. ახვლედიანს 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს გადასახდელად მოსამართლემ...
კრიმინალი • 1751993466

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:,,გაწამდა ტვ–პირველი იმის მტკიცებით,რომ ადგილობრივი არჩევნებია ჩვენი გადარჩენა. ამიტომ მაქვს წინადადება ხაზარაძესთან, აყრევინე კენჭი თბილისის მერად გია ხ...
სოცმედია • 1751986272

საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამა PLUS წელს 8 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდმა ლოიალურ მომხმარებლებს შოპინგის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და 100,000-მდე ა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751984728

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, ნიკა კიზირია იკითხება. სწორედ კიზირია იყო ერთ-ერთი, ვინც ხელბორკილები...
პოლიტიკა • 1751984405

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:„ყველაზე შემზარავი მაინც იმის გააზრებაა, რომ ივანიშვილმა ცხოველებად გადააქცია ადამიანები. რუხაძე რომ გააგორონ ხვალ და წერილი “დააწერინონ”, ან მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანონ –...
სოცმედია • 1751984249