1743613800
რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება
ბიზნესი & ეკონომიკა • 23/2/2022 • 11:02
სუფთა ჰაერის არსებობა და შეგრძნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ იშვიათად ვსუნთქავთ სუფთა ჰაერს, განსაკუთრებით ქალაქებში. ახლა, ჰაერის გამწმენდის შეძენა ჩვენი სახლის ჰაერის გასასუფთავებლად, როგორც ჩანს, ერთადერთი გონივრული ვარიანტია.
მაგრამ ჰაერის გამწმენდები უმეტესად ძვირია. მაშ, რა უნდა გავაკეთოთ? უნდა შევიძინთ ოთახის მცენარეები. მათ არა მხოლოდ სიმშვიდე და სიცოცხლე შემოაქვთ თქვენს სახლში, არამედ იმავდროულად ასუფთავებენ ტოქსინებს ჰაერიდან . მომგებიანი სიტუაციაა, არა?
ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ 5 მცენარე სახლისთვის და იმისთვის, რომ გავასუფთაოთ ჰაერი. თითოეული მცენარე ნასას კვლევებიდან გამომდინარეა რეკომენდებული.
ალოე ვერა (Aloe vera) მკურნალი ალოეს მცენარე მშვენიერი რამაა თქვენი სამზარეულოს ფანჯრის რაფისთვის, რადგან ის მზის სხივების დიდი მოყვარულია. საჭმლის მომზადებისას გამოყოფილი ნამწვის გასასუფთავებლად, ეს წვნიანი მცენარე ძალზედ ლოგიკური გადაწყვეტაა - იგი გაასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდისა და ბენზოლისგან, რომელიც ასევე გვხვდება გაზქურის ლაქებში, იატაკის საწმენდებსა და სარეცხ საშუალებებში.
რეკომენდაცია და მოვლა: ეს მცენარე კარგად გრძნობს თავს მზიან ადგილას. ის არ საჭიროებს ხშირ მორწყვას, ამიტომ იდეალურია იმ ადამიანებისთვის რომლებიც არ ატარებენ დიდ დროს სახლში
საუკეთესო ადგილი მოსათავსებლად: ნებისმიერი ფანჯრის რაფა ან კარგად განათებული კუთხე, ისე რომ თავიდან აიცილოთ მისი წვეტაინი ფოთლებისგან ჩხვლეტა.
2. ფულის ხე - „ეშმაკის სურო“ (Epipremnum aureum
ნასას მიერ გამოქვეყნებული, ფულის ხე ცნობილია თავისი უნარით გამოაცალკევოს და გაასუფთაოს ჰაერი ქიმიური ნივთიერებებისა და სხვა დამაბინძურებლებისგან, კერძოდ ბენზოლი, ფორმალდეჰიდი, ქსილენი და ტოლუოლი. თუმცა, მიუხედავად მისი მაღალი გამწმენდი მაჩვენებლისა, ეს მცენარე ტოქსიკურია კატებისთვის, ძაღლებისთვის და პატარა ბავშვებისთვის - თუ მისი ფოთლები შეჭამეს.
რეკომენდაცია და მოვლა: ფულის ხეს ურჩევნია არაპირდაპირი შუქი და საჭიროა ყოველ კვირაში მორწყვა. ერთი ადამიანისთვის რეკომენდებულია სამი 45 სნ-იანი მცენარე.
საუკეთესო ადგილი მოსათავსებლად: ნებისმიერი ოთახი, მაგრამ მოათავსეთ შინაური ცხოველებისა და პატარა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
3. ქრიზანთემა (Chrysanthemum
ეს მშვენიერი ყვავილი ხელს უწყობს ტოქსინების გაფილტვრას - ამიაკისა და ბენზოლის ჩათვლით, რომელიც ხშირად გვხვდება პლასტმასის, სარეცხი საშუალებებისა და წებოს შემადგენლობაში.
რეკომენდაცია და მოვლა: ამ მცენარეს უყვარს მზის შუქი, ამიტომ განათავსეთ იგი მზის აბაზანების მახლობლად, ფანჯარაზე.
საუკეთესო ადგილი მოსათავსებლად: გაანათეთ თქვენი სამზარეულო ან მისაღები ოთახი ქრიზანთემებით.
4. რეზინის ფიკუსი (Ficus robusta
იმის გარდა, რომ რეზინისებრი ფიკუსი (Ficus robusta) იზრდება როგორც ოთახის მცენარე, ის ასევე აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, რასაც გვიმოწმებს ნასას მიერ ჩატარებული კვლევები. მათ დიდ ფოთლებს შეუძლია შეიწოვოს ქიმიური ნივთიერებები და გაანადგუროს ისინი. ისინი შთანთქავენ ამოსუნთქულ ნახშირორჟანგს და გარდაქმნიან მას ჟანგბადად. რეზინისებრი ფიკუსი ასევე აგვარიდებს ჰაერში ბაქტერიებსა და ობის სპორებს.
რეკომენდაცია და მოვლა: რეზინისებრი ფიკუსი ტოლერანტულია უყურადღებობის მიმართ და ამიტომ ადვილად ზრდიან მათ, ისინი ვისაც მცირე გამოცდილება აქვთ მცენარეებთან. მორწყვებს შორის მათ უნდა მიეცეთ საშუალება, გამოუშრეს ნიადაგი - ანუ ნიადაგი ყოველთვის ნოტიო არ უნდა იყოს. რეზინისებრი ფიკუსი უკეთ იტანს მოურწყველობას, ვიდრე ზედმეტად მორწყვას. მათ შეუძლიათ იარსებონ სუსტ შუქზე, ასე რომ ისინი კარგად ძლებენ ჩრდილის პირობებშიც. რეზინისებრ ფიკუსს შეუძლია მიაღწიოს 3 მეტრ სიმაღლეს, თუ სათანადო პირობები შეიქმნა, ამიტომ ისინი უნდა დაირგოს იქ, სადაც მათი ზრდისთვის საკმარისი ადგილია.
საუკეთესო ადგილი მოსათავსებლად: მისაღები ან საძინებელი
5. გველის მცენარე (Dracaena trifasciata)
გველის მცენარე, რომელიც სხვაგვარად ცნობილია როგორც სიდედრის ენა, უნიკალურია ჟანგბადის წარმოებით და ჰაერის გაწმენდის უნარით - ბენზოლის, ფორმალდეჰიდის, ტრიქლორეთილენის, ქსილენისა და ტოლუოლის მოცილებით.
რეკომენდაცია და მოვლა: გველის მცენარე კარგად ხარობს ფანჯრის შუქზე და საჭიროა ყოველკვირეულად მორწყვა. ერთი ადამიანისთვის რეკომენდირებულია ექვსიდან რვამდე ქოთანი მცენარე. უჰაერო, დახურულ ოთახში ამ მცენარეებს შეუძლია გამოიმუშავოს საკმარისი ჟანგბადი ნორმალური სუნთქვისთვის.
საუკეთესო ადგილი: საძინებელი.
ზოგადი რეკომენდაცია:
სახლის მცენარეების მოვლა-პატრონობა ზოგჯერ სულაც არაა მარტივი. არის ხოლმე როდესაც ჩვენს საყვარელ მცენარეებზე არასასურველ ნიშნებს შევამჩევთ. აღნიშნულ პრობლემათა აღმოსაფხვრელად ჩვენ გულითადად გირჩევთ რომ გამოიყენოთ ბროტავერდი, რომელიც ახალი თაობის ბიოფუნგიციდ-ბიოსტიმულატორია. იგი სავსებით თავსებადია მცენარისთვის და უზრუნველყოფს მის დაცვას ზოგიერთი სოკოვანი თუ ბაქტერიული დაავადებისგან. უფრო მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბროტავერდის დეტალურ აღწერას ჩვენი პროდუქტების კატალოგში.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. განცხადება მათ პარლამენტის წინ წაიკითხეს. "ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდის...
პოლიტიკა • 45 წუთის წინ
მოხარული ვარ, რომ ვუერთდები [აშშ-ის ჰელსინკის კომისიის] განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის მცდელობაზე, მიჰყიდოს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას კორუფციულად, ანაკლიის პორტზე კონტროლის მინიჭებით. პარ...
პოლიტიკა • 48 წუთის წინ
რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება. იმის გამო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული აქვს, სალიას ქონებრივ მდგომარეობაზე ი...
პოლიტიკა • 51 წუთის წინ
"ერთადერთი, რაც დამებლოკება, ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო... სახელფასო ბარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა, რა მნიშვნელობა აქვს,...
პოლიტიკა • 55 წუთის წინ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
პოლიტიკა • 15:27
სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...
პოლიტიკა • 15:25
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა