1722490881
„დახმარების შეჩეწრების შესახებ გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ აშშ-ის დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს“ - რიში და შაჰინი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
ამერიკული სასამართლოების შესახებ სტატიებს ფოტოების ნაცვლად, ჩანახატები ახლავს, რადგან ამერიკულ სასამართლოში ფოტოების გადაღება აკრძალულია. ასეთი აკრძალვა ამერიკის ზოგ შტატში XX საუკუნის დასაწყისიდან მოქმედებს.
იმ დროს ფოტოგრაფებს უზარმაზარი და ძალიან ხმაურიანი ფოტოკამერებით უწევდათ მუშაობა. ასეთი ფოტოკამერების მაშუქებს ისეთი თვალისმომჭრელი შუქი ჰქონდათ, რომ სასამართლოს მიმდინარეობას აფერხებდნენ.
ყველაფერთან ერთად, ფოტოს გადაღების დროს კვამლი დგებოდა, რაც ბრალდებულის გაქცევის რისკს აჩენდა.
აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ შეერთებული შტატები პრეცედენტული სამართლის ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ თუ ერთმა მოსამართლემ სასამართლო დარბაზში გადაღება აკრძალა, შეიძლება ასეთი აკრძალვა ყველა მოსამართლემ დააწესოს.
თუმცა, მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა აკრძალვა თანამედროვე ეპოქაშიც მოქმედებს, რასაც ამერიკელები შემდეგი მიზეზებით ხსნიან:
• როგორც აკრძალვის მომხრეები ირწმუნებიან, ფოტოგრაფებმა შეიძლება რაღაც პირადი ან საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვონ და ფირზე აღბეჭდონ. ამასთან, ფიქრობენ, რომ სასამართლო დარბაზში კამერით მოსიარულე ადამიანი ნაფიც მსაჯულებს ყურადღებას გაუფანტავს.
• სასამართლო დარბაზში ფოტოს გადაღება შეიძლება პირად ცხოვრებაში ჩარევად შეფასდეს, რაც, შტატების კანონმდებლობით, მძიმე დანაშაულია. საქმე ისაა, რომ ამერიკული კანონმდებლობით, თუ სასამართლომ ადამიანი დამნაშავედ არ ცნო, ის უდანაშაულოა, სასამართლო დარბაზში გადაღებულმა ფოტოებმა კი შეიძლება ავტორიტეტი შეულახოს.
• აკრძალვის მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტი ინგლისური კანონმდებლობაა, რომლის თანახმად, ინგლისის სასამართლოებში ფოტოს გადაღება კი არა, ჩანახატის გაკეთებაც არ შეიძლება.
• და ბოლოს, ამერიკელები შიშობენ, რომ ტერორისტმა შეიძლება თავი ფოტორეპორტიორად გაასაღოს და სასამართლო დარბაზში ფოტოკამერით ბომბის ან ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა სცადოს.
***
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სასამართლოში გადაღების აკრძალვა ბევრ შტატში მოქმედებს და ამერიკული პრესა იძულებულია, სასამართლოს მხატვრის მიერ გაკეთებულ ჩანახატებს დასჯერდეს. მხატვრის ამოცანაა, ფანქრით ან აკვარელით იმუშაოს და 3-5 წუთში ნახატი დაასრულოს, რათა მედიამ სასამართლო დარბაზიდან სიუჟეტში მისი ჩართვა მოასწროს.
სასამართლო მხატვრები ცნობილი ადამიანების სასამართლო პროცესებზე მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ, რადგან ამ დროს მათ ნახატებს არა მარტო პრესა, არამედ ვარსკვლავების ფანები და კერძო კოლექციონერებიც ყიდულობენ.
***
ცნობისათვის - გადაღების აკრძალვა ყველა შტატში არ მოქმედებს. ზოგან შეიძლება სასამართლო დარბაზში ვიდეოც კი გადაიღოთ. ყველაფერი საქმის მოცულობაზე, სასამართლოს სტატუსზე, ბრალდებულთა ვინაობასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,ადამიანებს უკვე ფბ სტატუსებისთვისაც პოლიციაში იბარებენ და ზოგიერთს საერთოდაც პატიმრობას უსჯიან. რა დემოკრატია, რა ევროკავშირი, რა უვიზო რეჟიმი, რა თავისუფლად...
სოცმედია • 23 აპრილი 19:18
გივი თარგამაძე ემზარ კვიციანზე წერს:,,ტატუნაშვილის დასაფლავებიდან ვბრუნდებოდით. მცხეთაში სალობიეში შევიარეთ. ეს არსება დამეხატა და იძახდა, ამ მიწაზე როგორ დადიხარ, მოღალატეო. ეს მეუბნებოდა. მე. კოდორი...
სოცმედია • 23 აპრილი 19:12
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის მიერ ძალის გამოყენების შედეგად დაშავებული გურამ ღონღაძე "ტვ პირველის" ეთერში პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ახალგაზრდა ამბობს, გულმკერდის არეში...
პოლიტიკა • 23 აპრილი 19:10
ვოდე: ყველაფერი ის, რაც აქამდე არასოდეს უთქვამს - როგორ გახდა სოფელში დაბადებული ბიჭი გავლენიანი სასულიერო პირი და პოლიტიკოსი
პოლიტიკა • 23 აპრილი 19:06
მურმან დუმბაძე: კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია.კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საკუთარი გამოცდილებიდან:2013 წლის თებერვლის მეორე ნახევარია. მირეკავს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი (ჩვენი მორიგი კამათის შ...
სოცმედია • 23 აპრილი 16:41
ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი ქილერი, რომელმაც ფული ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით იშოვა - ასე ეხმაურება კოალცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გავარამია გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალურ განცხადებას ბიზნესმ...
პოლიტიკა • 23 აპრილი 16:16
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა