შუახნის კრიზისი და შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამიანი 42 წლის შემდეგ გადის

ეს საინტერესოა 15 თებერვალი 19:43

ფიქრი

ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის, ბერნარ ვერბერის თქმით ცხოვრება შვიდწლიანი ციკლებით ვითარდება, თითოეული ციკლი კი კრიზისით სრულდება, რომელსაც ახალ ეტაპზე გადავყავართ.

შუახნის კრიზისი ემოციური მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი 30 წლის ასაკიდან განიცდის. ის სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა პერიოდში მთავრდება და ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. როგორც კი ადამიანი შუახნის კრიზისს გაივლის, რაც დაახლოებით 42 წლის ასაკში ხდება, ის მომდევნო, შვიდწლიან ციკლში შედის:

42-იდან 49 წლამდე პერიოდი

42-დან 49 წლამდე პერიოდი მეშვიდე ციკლია, რომელშიც ადამიანი აცნობიერებს ,თუ რას მიაღწია ცხოვრებაში. თუ მისთვის მატერიალური საკითხი ისევ მნიშვნელოვანია, მაშინ უფრო გულმოდგინედ მუშაობს, რომ თავადაც და მისი ოჯახიც უზუნველყოფილი იყოს.
თუ მატერიალური საკითხი მოგვარებულია, მაშინ მთელი ყურადღება სულიერ საკითხებზე გადადის: რატომ ვარ ამ სამყაროში? რა დარჩება ჩემს შემდეგ? რა არის სიცოცხლის აზრი, მატერიალური სიმდიდრის გარდა?

49-იდან 56 წლამდე პერიოდი

ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში ადამიანი მერვე ციკლში შედის, რომელიც 49-დან 56 წლამდე გრძელდება. ეს სულიერი რევოლუციის ეტაპია, როდესაც ჩვენ ვიღებთ და ვეგუებით ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, კმაყოფილი ვართ ან არა იმით, სადაც ვართ და რაც გვაქვს. მათთვის, ვინც კმაყოფილია, იწყება სულიერ კითხვებზე პასუხების ძიების პერიოდი. მათთვის, ვინც უკმაყოფილოა, ეს ეტაპი შეიძლება დეპრესიასა და გაუფასურებაში გადაიზარდოს.

თუ ჯერ ამ ეტაპამდე არ მისულხართ, იქნებ დაფიქრდეთ, რით მიხვალთ მასთან და როგორი იქნება თქვენი ცხოვრების შედეგი?

56-იდან 63 წლამდე პერიოდი

56 წლის ასაკში მთავრდება მეორე დიდი კვადრატი 7x8=56 და ახალი ეტაპი იწყება. ყველა შემდგომი ეტაპი ეგზისტენციალური კრიზისის ნიშნით წარიმართება. ადამიანი აჯამებს თავის გამოცდილებას დედასთან, მამასთან, საზოგადოებასთან, საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. ის მზადაა ეს სიბრძნე შემდეგ თაობებს გადასცეს ან ყველაფერი თავიდან დაიწყოს.

არსებობს ვერსია, რომ თუ ადამიანი ერთ წრეზე მოძრაობს, ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს და მეუღლეებს და პარტნიორებს იცვლის, ის სულიერი რევოლუციისთვის ქვეცნობიერად მზად არ არის და აქტიური ცხოვრების ეტაპის გახანგრძლივება სურს.

მეცხრე ციკლი 56-დან 63 წლამდეა - ეს არის ცხოვრებაში შინაგანი სიმშვიდისა მიღების ასაკი. ამ ეტაპზე გარე რეალობის აღქმა იცვლება და ახალი რეალობის მიღება ხდება.

63-დან 70 წლამდე პერიოდი

მეათე ციკლი 63-დან 70 წლამდე - ამ ეტაპზე ადამიანს გარე სამყარო ნაკლებად სჭირდება და მთელი ყურადღება საკუთარ თავზე და შეგრძნებებზე აქვს გადატანილი. ჩნდება ფიქრები სიკვდილზე და სიცოცხლის დასასრულის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება ყალიბდება.

70-დან 77 წლამდე პერიოდი

მეთერთმეტე ციკლი 70-დან 77 წლამდეა - ჩნდება სიბრძნე, ინტუიცია და უპირობო სიყვარული. წარმატებული ცხოვრების შემთხვევაში ამას საკუთარ თავთან ჰარმონია და განვლილი ცხოვრებით კმაყოფილების განცდა ემატება.

77-დან 84 წლამდე პერიოდი

მეთორმეტე ციკლი 77-დან 84 წლამდე - ეს ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების გადაცემის ეტაპია. სხვა ადამიანები აფასებენ თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მზად არიან მის მისაღებად. ამ ეტაპზე ცხოვრება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, რადგან ადამიანს უკვე საყვარელი ადამიანების ზრუნვა და ყურადღება სჭირდება.

84-ის შემდეგ

რა თქმა უნდა, ცხოვრება 84 წლის ასაკში არ მთავრდება, მაგრამ შემდგომ ეტაპებზე ადამიანი უბრალოდ დინებას მიჰყვება და ხვდება, რომ დასასრული ახლოსაა. ამბობენ, რომ ხანდაზმული ადამიანის საქციელით ადვილი მისახვედრია, როგორი იყო მისი ცხოვრება და რამდენად კმაყოფილია საკუთარი თავით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სტალინი ალტ
"ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს" - "ალტ ინფო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

რა გახდა იმის მიზეზი, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე "ალტ-ინფოს" ორი უარის შემდეგ პარტიის დარეგისტრირების უფლება მისცეს? - ეს კითხვა პროპუტინისტური ძალის წევრებს "პირველებმა" დაუსვა....

პოლიტიკა 7 წუთის წინ

ეუთოს გენმდივანი გვარამიას პარტია
"ეუთოს გენმდივანი შეხვდა არალეგიტიმურ ხელისუფლებას და არც ერთი სიტყვით არ შეხებია არსებულ კრიზისს. სწორედ ამიტომ, უარი ვთქვით ამ პროცესში მონაწილეობაზე" - კოალიცია "ცვლილებისთვის"

კოალიცია "ცვლილებისთვის" საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუს ვიზიტს ეხმაურება და მასთან შეხვედრაზე უარის თქმით მიზეზს განმარტავს. როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული,...

პოლიტიკა 9 წუთის წინ

საჯარო მოხელეები
"დღეის მდგომარეობით, საჯარო სამსახურიდან 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს... რეპრესიები უფრო ფართოვდება" - დამოუკიდებელი პროფკავშირი

 საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის "კონსტიტუციის 78-ე მუხლის" თავმჯდომარის, კახი სამხარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების რაო...

პოლიტიკა 10 წუთის წინ

საქბანკი მასწავლებელთა ჯილ
2025 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი  შეაქვთ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეცხრედ ხორციელდება. პროექტის მთავ...

ბიზნესი & ეკონომიკა 11 წუთის წინ

ნატახტარი
ბრენდი "ნატახტარის" მფლობელი ქართული ლიმონათის წარმოებას რუსეთში იწყებს

ლუდსახარში კომპანია AB InBev Efes-მა რუსეთში, ლიმონათის ქართული ბრენდის „ნატახტარის“ წარმოებას იწყებს -ინფორმაციას სახელისუფლებო მედია Tass-ი ავრცელებს. როგორც AB InBev Efes-ის გენერალურმა დირექტორმა,...

ბიზნესი & ეკონომიკა 32 წუთის წინ

დავითაშვილი
„აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს სრული თანხვედრა ძირითად საკითხებზე“ - ლევან დავითაშვილი

ივანიშვილის წარმომადგენლის, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან გააჩნია "სრული თანხვედრა" ძირითად საკითხებზე - დავითაშვილმა შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპა...

პოლიტიკა 36 წუთის წინ