„არტე დეველოპმენტი“ ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს - პროექტი საქართველოს ბანკთან ერთად ხორციელდება

საქ არტ

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „არტე დეველოპმენტი“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

 

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 5,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს,  საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 2.5 მლნ. აშშ დოლარია.  მიმდინარე პროექტი მოიცავს  2,245  კვ.მ -ზე  13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, 1,300 კვ.ზე გამწვანებული ეზოს, კომერციულ ფართებს და საპარკინგე სივრცეს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

 

კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული 190 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თბილისში, ნოზაძის ქუჩაზე. კომპანიას მასშტაბური გეგმები აქვს, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს.

 

„არტე დეველოპმენტმა თავიდანვე მიზნად დაისახა ხარისხიანი და ენერგოეფექტური საცხოვრებელი პროექტების მშენებლობა. დაარსების დღიდან ვპარტნიორობთ საქართველოს ბანკთან,  რის შედეგადაც წარმატებით დავასრულეთ 190 ბინიანი კორპუსის მშენებლობა ნოზაძის ქუჩაზე, მიმდინარე პროექტი კი ახმეტელის მეტროსთან 174 ბინიან მულტიფუნქციური საცოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ პარტნიორობის მეშვეობით, იზრდება ჩვენი როგორც დეველოპერის სანდოობა ბაზარზე და კომპანიის მიზნებიც უფრო ამბიციური ხდება. ამჟამად, 16 000 კვ.მ მიწაზე 860 ბინიანი კომპლექსის პროექტირების ეტაპზე ვართ, სადაც  13000 კვ.მ მეტ ტერიტორიზე სარეკრეაციო სივცე, სკვერი და სტადიონები მოეწყობა.“ - განაცხადა გოდერძი სეფიაშვილმა, „არტე დეველოპმენტის“ დირექტორმა

 

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. აღსანიშნავია, რომ „არტე დეველოპმენტთან“  დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. მოხარული ვართ, რომ

 

გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის  სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. ამჯერად, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია კიდევ ერთ  პროექტს ახორციელდებს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს,  ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის გავითარების საწინდარია“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ორბანი კობახიძე
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა. ივანიშვილის პრემიერსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გა...

პოლიტიკა 7 წუთის წინ

კობახიძე ფეისრეკლამა
რამდენი ათასი დოლარი დახარჯა ირაკლი კობახიძემ 3 თვეში ფეისბუქრეკლამაში

პროპაგანდის გავრცელებაში დახარჯული ფული - მეტას მონაცემებით, ქართულ „ფეისბუქ-გვერდებს“ შორის პოლიტიკურ რეკლამაში გადახდილი თანხით ირაკლი კობახიძე ლიდერობს. ივანიშვილის პრემიერმა სამ თვეში 40 ათასზე მე...

პოლიტიკა 8:25

ხუხაშვილი წულუკიანი
„მარტო ანწუხელიძეს კი არა, მთელ საქართველოს ისტორიას გადაუარა წულუკიანმა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: მარტო ანწუხელიძეს კი არა, მთელ საქართველოს ისტორიას გადაუარა წულუკიანმა.რატომ არ დაეტიენ სახლში დავით აღმაშენებლიდან დაწყებული და ერეკლე მეფით დამთავრებული, მეფენი და მათი ლ...

სოცმედია 8:24

საზმაუ
წამყვანების გათავისუფლების გარდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური სანქციები 4 თანამშრომელს დააკისრა

 საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წამყვანების - ვასილ ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გარდა დისციპლინური სანქციები დაუწესა 4 თანამშრომელს, რომლებიც ასევე აკრიტიკებენ მაუწყებლის „ქართულ...

პოლიტიკა 7:29

საზოგადოება
"ბიჭებო, ანწუხელიძეზე რა ხდება?! “ვიღაცის” პიარისთვის უაზროდ განწირულია?! - რატი მუჯირის მიმართვა დავით კაკულიას და ლევან ჯავახიშვილს

"ვიღაცის პიარისთვის განწირული" - აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის მიმართ თეა წულუკიანის ამ შეფასებას ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რატი მუჯირი და საკუთარ კოლეგებს, "რუსთავი 2"-ისა და "იმ...

სოცმედია 7:19

წულუკიანი ზურაბიშვილი1ა
„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ “უაზროდ განწირული”, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი?“ - პრეზიდენტ ზურაბიშვილის რიტორიკული კითხვა წულუკიანს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ “უაზროდ განწირული”, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი?არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე,...

პოლიტიკა 7:11